2015 წლის 15 მარტიდან სახელმწიფო პროგრამით, „აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება დაიწყო.
მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამაზე „რეპორტიორს" მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია ესაუბრა.
„მინიმალური თანხის მოცულობა განსაზღვრული არ არის, ეს მეწარმე სუბიექტის მოთხოვნაზეა დამოკიდებული. მაქსიმალური თანხა განისაზღვრება ერთ მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო არაუმეტეს 3 მეწარმე სუბიექტის ჯგუფის შემთხვევაში 15 000 ლარით.
ამ პროგრამაში არსობრივი მნიშვნელობა არ აქვს საცხოვრებელ მისამართს, მთავარია ბიზნესი ხორციელდებოდეს რეგიონში და სუბიექტი საქართველოს მოქალაქე იყოს.
პროექტის ხანგრძლივობა არის 26 თვე. პროექტის ბიუჯეტი განისაზღვრება 20 000 000 ლარით.
დამწებ მეწარმეებს მივცემდი შემდეგ რეკომენდაციას, თუ აქვთ რაიმე ტიპის ბიზნეს იდეა, რომლის განხორციელება მათ გამოცდილების, ან თანხის არქონის გამო არ შეეძლოთ, დღეს, „აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით, ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა რისკების მინილიზაციის ფონზე მოახდინონ საკუთარი იდეის მატერიალიზაცია."- აცხადებს ანთია.
სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://reportiori.ge/?menuid=3&id=87616&lang=1