საზოგადოება
გრიპის ვირუსით მერვე ადამიანი გარდაიცვალა
02 თებერვალი, 2016. 10:31
საქართველოში მიმდინარე სეზონზე გრიპის ვირუსით მერვე ადამიანი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ წინა კვირებთან შედარებით, ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა იკლო.
„მესამე კვირასთან შედარებით, მეოთხე კვირაში გვაქვს ავადობის ტემპის შემცირება, ასევე ჰოსპიტალიზაციის ტემპის შემცირება. სამწუხაროდ, გვაქვს მერვე შემთხვევა გარდაცვალების და ეს შემთხვევა დაკავშირებულია სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებით მიმართვასთან. რეკომენდაცია იქნება, რომ გრიპის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დროულად მიმართეთ საავადმყოფოს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
H1N1-ის ვირუსით ამ სეზონზე 7, ხოლო H3N2 გრიპის ვირუსით 1 ადამიანია გარდაცვლილი.
15 თებერვალი, 2016. 03:14
15 თებერვალი, 2016. 03:07
15 თებერვალი, 2016. 01:18
14 თებერვალი, 2016. 16:50
14 თებერვალი, 2016. 16:00
14 თებერვალი, 2016. 11:44
14 თებერვალი, 2016. 11:38
14 თებერვალი, 2016. 11:31
ლევან ვასაძე: თამარ სანიკიძე ძალიან მიყვარს, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან დიდ გაუგებრობაშია მოხვედრილი
14 თებერვალი, 2016. 11:28
14 თებერვალი, 2016. 11:01
14 თებერვალი, 2016. 02:29
14 თებერვალი, 2016. 00:07
13 თებერვალი, 2016. 22:18
13 თებერვალი, 2016. 22:18
13 თებერვალი, 2016. 21:51