reportiori.ge - ლექცია-სემინარი „იშვიათი და სხვა გენეტიკური დაავადებების პრენეტალური დიაგნოსტიკის უახლოესი მეთოდები“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:23
საზოგადოება
ლექცია-სემინარი „იშვიათი და სხვა გენეტიკური დაავადებების პრენეტალური დიაგნოსტიკის უახლოესი მეთოდები“
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 12:25


 

 

დღეს, 2 თებერვალს, 17:30 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომათა დარბაზში (მის: ვაჟა-ფაშველას 33) გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის ორგანიზებითა და ინიციატივით, ჩატარდება  ლექცია-სემინარი თემაზე: „იშვიათი და სხვა გენეტიკური დაავადებების პრენეტალური დიაგნოსტიკის უახლოესი მეთოდები".

 

ლექცია-სემინარში, რომლის მხარდამჭერები ასევე არიან შპს „გენეტიკური ლაბორატორიები" და კომპანია „Natera"(აშშ), მონაწილეობენ კომპანია „Natera"-ს სამედიცინო კლინიკური კვლევითი დეპარტამენტის წარმომადგენლები  შიფრა კრინშპუნი (აშშ) და ფატიმა ალივნი (შვედეთი). ასევე მონაწილეობას მიიღებენ გენეტიკური და იშვიათი დაავადებების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ოლეგ ქვლივიძე და კორპორაცია „ევექსის" ახალი სიცოცხლის სამედიცინო გენეტიკის და დიაგნოსტიკიკის დეპარტამენტის უფროსი ლალი მარგველაშვილი.


სემინარის მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირება იშვიათი და სხვა გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდების შესახებ.  კერძოდ,  მუცლადყოფნის ადრეულ ვადებზე ნაყოფის გენეტიკური პათოლოგიების გამოვლენის გზები, ორსული ქალის   არაინვაზიური კვლევით. მედიკოსების  და  სხვა სპეციალისტების ვარაუდით, აღნიშნული მიდგომები ხელს შეუწყობს  მომავალი თაობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, სამედიცინო გენეტიკური კონსულტაციის  ქმედითუნარიანობის ამაღლებას და პოპულარიზაციას.


ცნობისათვის,  სამედიცინო გენეტიკის ერთ-ერთი  შედარებით ახალი მიმართულებაა, ორსულობის მაქსიმალურად პატარა ვადებზე გამოავლინოს ნაყოფის გენეტიკური დაავადებები და მათი მოსალოდნელი გართულებები.  ეს საშუალებას აძლევს  წყვილს, თავიანთი შეხედულებისამებრ,  სპეციალისტების დახმარებით, დაგეგმონ ოჯახი და თავიდან აიშორონ  ნაყოფის ისეთი გენეტიკური  დაავადები, რომელთა მკურნალობის ეფექტური გზები, სამწუხაროდ,  ჯერჯერობით არ არის  ნაპოვნი.

 

სიტყვა „პრენატალური" ლათინური წარმოშობისაა და დანიშნავს მშობიარობამდელ, დაბადებამდე პერიოდს. პრენატალური დიაგნოსტიკა კი,  ნაყოფისათვის მუცლადყოფნის პერიოდში ჩატარებულ გამოკვლევებს ჰქვია. ამ  გამოკვლევლევების მიზანია, თვალყური ადევნოს ბავშვის განვითარებას, დროულად აღმოაჩინოს  პათოლოგიები, განსაზღვროს მოსალოდნელი რისკები და გამოსავალი. მინიმუმამდე   შეამციროს   მშობლების ფსიქოლოგიური სტრესი და შიშები  ნაყოფის მოსალოდნელი გენეტიკური პათოლოგიების თაობაზე.

 

როდის რის აუცილებელი ორსულის პრენატალური გამოკვლევა?

 დადგენილია რისკ-ჯგუფები, რომლებიც პრენატალურ კვლევას ექვემდებარება. ეს ჯგუფებია:

ü  35 წელს ზემოთ ასაკის ორსულები

ü  ორსულები, რომელთაც ჰქონდათ  ორზე მეტი თვითნებითი აბორტი

ü   ოჯახები, რომელთაც უკვე ჰყავთ  ქრომოსომული  ან მონოგენური დაავადების მქონე ბავშვი.

ü  ოჯახები,  რომელთაც ჰყავთ შვილები  თანდაყოლილი დაუზუსტებელი წარმოშობის ანომალიებით.

ü  ორსულები, რომლებმაც დაორსულებამდე ან ორსულობის ადრეულ ეტაპზე მიიღეს განსაზღვრული სამედიცინო პრეპარატები;

ü  ორსულები, რომლებმაც ორსულობისას გადაიტანეს ისეთი ინფექციური დაავადებები, რომლებიც ნაყოფს აზიანებს;

ü  წყვილები, რომელთა ოჯახის წევრს აქვს მემკვიდრეობითი დაავადება ან თვითონ არიან ავად.


ცნობისათვის,  ბოლო დროს ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, პაციენტების 95%, რომლებმაც ქრომოსომული ანალიზი გაიკეთეს მუცლის მოშლის მიზეზების დასადგენად, კმაყოფილია, რომ ეს ტესტი ჩაიტარა. პაციენტების 2/3-ს  კი, რომლებსაც ეს ანალიზი არ გაუკეთებიათ, ამ ტესტის გავლა სურთ.

 

Panorama®, კომპანია „Natera"-ს არაინვაზიური პრენატალური სკრინინგული ტესტია  (ანალზი ტარდება ორსულის ვენიდან აღებულ სისხლში).  კეთდება  9 კვირის ორსულობიდან. იგი საშუალებას იძლევა,  ნაყოფს დაუდგინდეს დაუნის, ედვარდსის, პატაუს, კლაინფელტერის, სამმაგი X-ქრომოსომის და ტერნერის  სახელწოდებით ცნობილი  ქრომოსომული დაავადებები. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ნაყოფის საპასპორტო სქესის დადგენაც.

Anora®, კომპანია „Natera"-ს ტესტია, რომელიც  საშუალებას იძლევა, განისაზღვროს, გახდა თუ არა თვითნებითი აბორტის მიზეზი ნაყოფის ქრომოსომული ანომალია. ეს ტესტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას იმ ქალებითან, რომელთაც ერთხელ ან რამდენიმეჯერ მოეშალათ მუცელი. ტესტს  შეუძლია იმ ემოციური ტვირთის შემცირება, რომელიც ნაყოფის დაკარგვითაა გამოწვეული, ვინაიდან ის ხსნის  მუცლის მოშლის მიზეზებს.


სკრინინგული გენეტიკური ტესტი HorizonTM -ის საშუალებით  შეგიძლიათ დაადგინოთ, ხართ თუ არა ერთი ან რამდენიმე აუტოსომურ-რეცესიული ან სქესთან შეჭიდული  გენეტიკური დაავადების მატარებელი. ადამიანების უმრავლესობა, მინიმუმ, ერთი გენეტიკური დაავადების მატარებელი მაინც არის. როგორც წესი, მატარებლები ჯანმრთელნი არიან. მატარებლობის გამო  ამ ადამიანებს შეიძლება ეყოლოთ  შვილები გენეტიკური დაავადებით. მატარებლობის  განსაზღვრა საშუალებას იძლევა, მიიღოთ  მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილება შვილოსნობის დაგეგმვისას. გენეტიკური დაავადებების მატარებლობაზე  სკრინინგ ტესტი HorizonTM   შეგიძლიათ ჩაიტაროთ როგორც ორსულობამდე, ასევე ორსულობის  დროსაც.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016