„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის ინფორმაციით, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასა და მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე უქმე დღეების გაუქმების მოთხოვნას აპირებენ. ამის შესახებ მჟავანაძე „ასავალ-დასავალს" ესაუბრა.
„მებრძოლი უღმერთოები" საქართველოში „ისლამოფობიაზე" განგაშს ტეხენ და ამ დროს ქართველებს საინგილოში ქართულ ეკლესიაში შესვლას რომ უკრძალავენ, იმაზე ხმას არ იღებენ!
მაქვს ინფორმაცია, რომ „მებრძოლი უღმერთოები" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ და გიორგობის, შობის, აღდგომის თუ სხვა უქმე დღეების გაუქმებას ითხოვენ, აქაოდა, ამით სხვა კონფესიების უფლებები ილახებაო!" - განაცხადა მჟავანაძემ.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: „ასავალ-დასავალი"