reportiori.ge - „ფარმაცევტული კომპანიების მიერ, მედიკამენტების ფასები ხელოვნურადაა გაზრდილი, რაც დაუშვებელია“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:21
საზოგადოება
„ფარმაცევტული კომპანიების მიერ, მედიკამენტების ფასები ხელოვნურადაა გაზრდილი, რაც დაუშვებელია“
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 13:38


 


ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის კლინიკა „ოჯახის მკურნალის" ჰომეოპათმა თამთა ჭანტურიამ. ექიმმა  ისაუბრა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმასა და საყოველთაო პროგრამის დადებით მხარეებზე და ასევე აღნიშნა ის ხარვეზებიც, რომლის გამოსწორებაც დადებითად წაადგება ზემოთ აღნოშნულ რეფორმებს:



„ოჯახის ექიმის ინსტიტუტთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, პირველადი რგოლის ექიმებისთვის ამხელა პასუხისმგებლობის მინიჭება ცოტა არასწორია, რადგან, ვფიქრობ, რომ მხოლოდ ერთი ექიმის ცოდნა და გამოცდილება არაა საკმარისი პაციენტისთვის. ფაქტობრივად, ოჯახის ექიმს უწევს, თითქმის ყველა ვიწრო სპეცილისტის სპეციალობა შეითავსოს. ეს ძალიან რთულია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ვიწრო სპეციალისტების უკმაყოფილებაც. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ოჯახის ექიმის მოვალეობაში მხოლოდ უნდა შედიოდეს პაციენტების სწორად გადამისამართება ვიწრო სპეცილისტთან და არა მათთვის მკურნალობის კურსის ჩატარება მაშინ, როდესაც მათი კომპეტენცია არ წვდება ამა თუ იმ დაავადების განკურნების შესაძლებლობას", - განაცხადა ჭანტურიამ.

 

 

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, ექიმი მიესალმება და დადებითად აფასებს:


„ბევრ ადამიანს, რომლებსაც ფინანსური სიდუხჭირის გამო არ ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა ძვირადღირებული ოპერაცია, მიეცათ შანსი, რომ განიკურნონ და დაუბრუნდნენ ჯანმრთელი ცხოვრების წესს. ზოგიერთი ამბობს, რომ მსგავსი პროგრამა ადრეც იყო, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც იყო საყოველთაო დაზღვევა, ხალხს ყოველთვიურად ეჭრებოდათ გარკვეული თანხა ხელფასიდან. აქედან გამომდინარე, დაზღვევა სულაც არ გამოდიოდა უფასო", - ამბობს ჭანტურია.

 

 

 

თამთა ჭანტურიამ მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წამლების ფასები ხელოვნურადაა გაზრდილი კერძო ფარმაცევტული კომპანიების მიერ.



„რაც შეეხება მედიკამენტების ფასებს, ვფიქრობ, პრეპარატების ფასები ხელოვნურადაა გაზრდილი. როდესაც საქმე ეხება კერძო სექტორს და სახელმწიფო არ არეგულირებს ფასებს, ყოველთვის მსგავსი სიტუაცია იქმნება. ვფიქრობ, რომ ჯანდაცვა, განათლება და თავდაცვა უნდა იყოს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ. დაუშვებელია, რომ ის საკითხი, რაც ჯანმრთელობას ეხება და რომლზეც ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული, ვინმე კონკრეტულმა პირმა მართოს თავისი შეხედულებისამებრ, სწორედ ამას აკეთებენ კერძო ფარმაცევტული კომპანიები", - დასძენს თამთა ჭანტურია.

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016