იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, არ არის გასაკვირი, რომ ჰააგაში გამოძიების პროცესს რუსეთის მხარემ ხელი არ შეუწყოს.
„ჩვენ არ გაგვიკვირდება ის, რომ ჰააგაში გამოძიების პროცესს რუსეთის მხარემ ხელი არ შეუწყოს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოს საქმე მოექცეს მთლიანად სამართლებრივ ჩარჩოში, იმ პროცედურით, რასაც რომის სტატუტი ითვალისწინებს. საქართველომ ერთი გზა აირჩია, რომელიც არის თანამშრომლობა ქალბატონ ბენსუდას ოფისთან.
რუსეთმა რომც არ მიიღოს გამოძიებაში მონაწილეობა, სამინისტროს არ გაუჭირდება იმ მტკიცებულებებში, რომელიც ქართველთა ეთნიკურ წმენდას ეხება. იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 3 წლის მაძილზე მთავარ პროკურატურასთან ერთად ჩაატარა ტიტანური შრომა იმისთვის, რომ ბენსუდას ოფისის მხრიდან დამდგარიყო ის შედეგი, რაც დადგა.
გამოძიებას დასჭირდება თვეები, შესაძლოა წლებიც, მაგრამ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ვინც არ უნდა იყოს მომავალში იუსტიციის მინისტრი, მე მჯერა, რომ ჩვენი მთავრობის კურსს გააგრძელებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.