რა სჭირდება თბილისს, რა რეკომენდაციები აქვს დედაქალაქის მერთან და რა ევალება თითოეულ თბილისელს - ამ შეკითხვებს ტელეწამყვანი და კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი პასუხობს:
„თბილისს უხდება სიმწვანე, ბაღები, სკვერები, რაც უფრო მეტი იქნება ქალაქში, მით უკეთესი. ეს არ არის ერთი კაცის გასაკეთებელი, ეს ყველამ უნდა შეიგნოს. ყველას ვალია, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში. ბოლო დროს ეს თემა არააქტუალურია.
მერიამ უნდა გააკეთოს მხოლოდ ერთი, აგიტაცია-პროპაგანდით ხელი შეუწყოს ხალხს, რომელსაც სურვილი აქვს, თავის ქალაქს მიხედოს. მასობრივი ხასიათის საუბარი არ უნდა იყოს, არამედ უნდა დავინახოთ საქმე. ეს არის თითოეული თბილისელის ხარკი ქალაქისადმი.
თითოეულ ჩვენგანს აკლია მონდომება და საქმე! თითოეული თბილისელის ვალია ქალაქის გამწვანება!" - განაცხადა ნუგზარ ჯუღელმა ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში.