reportiori.ge - ეკა ბესელია: არ მგონია, გონიერი ხელისუფლების ინტერესში იყოს, რომ სასამართლო მას ემსახურებოდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:49
პოლიტიკა
ეკა ბესელია: არ მგონია, გონიერი ხელისუფლების ინტერესში იყოს, რომ სასამართლო მას ემსახურებოდეს
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 14:39



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და ის უნდა ემსახურებოდეს სამართალს.



ეს არის ის, რაც ჩვენ არ გვქონდა და ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას ძალიან გვჭირდებოდა, ამიტომ რეფორმა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სასამართლო ხელისუფლებამ ეს დამოუკიდებლობა მიიღოს და შეძლოს ემსახუროს მართლმსაჯულებას, პირველ რიგში სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ხალხს, რომელიც ამ სამართლიანობის პროცესის გაგრძელებას ელოდება", - განაცხადა ბესელიამ.



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კონფერენციაზე შეკრებილ მოსამართლეთა კორპუსსაც მიმართა და განმარტა, რომ მათ ყველაზე უკეთ იციან ის პრობლემები, რაც იყო სასამართლო სისტემაში, ის, თუ რა იყო ამის მიზეზი და რა სჭირდება დღეს სასამართლოს იმისთვის, რომ ეს დამოუკიდებლობა ჰქონდეს.



ჩვენ პირად ვალდებულებად მიგვაჩნია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა სასამართლომ არ გაიაროს ის გზა, რაც წლების წინ გაიარა და შეძლოს, რომ მიიღოს  სწორედ ის დამოუკიდებლობა, რომელიც სჭირდება სასამართლო ხელისუფლებას იმისთვის, რომ მართლმსაჯულება სამართლიანობას ემსახურებოდეს.

ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სასამართლოს ჰქონდეს საზოგადოების მაღალი ნდობა და დამოუკიდებლობა, რაც სჭირდება ყველა ხელისუფლებას და ქვეყანას, თუ ის გონივრულად და წინდახედულად მოქმედებს.

არ მგონია, გონიერი ხელისუფლების ინტერესში იყოს, რომ სასამართლო მას ემსახურებოდეს, რადგან დადგება დრო, როდესაც ჩვენ ყველანი ამ სტატუსებისა და თანამდებობების მიღმა ვიქნებით და დავინახავთ, რომ ყველას სჭირდება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მათ შორის მოსამართლეებსაც, პოლიტიკოსებსაც, რიგით მოქალაქეებსაც. ეს აუცილებლობა დღესაც უნდა იყოს ყველასთვის გაცნობიერებული", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016