reportiori.ge - ბაია გადაბაძე: ველოდები პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას, მანამდე ვასრულებ ჩემს უფლებამოსილებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:33
მედია
ბაია გადაბაძე: ველოდები პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას, მანამდე ვასრულებ ჩემს უფლებამოსილებას
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 15:20



ტელეკომპანია „მაესტროს" დირექტორი ბაია გაბადაძე ტელეკომპანიაში განვითარებულ პროცესებს სარედაქციო დამოუკიდებლობის შესაძლო დაკარგვას უკავშირებს. როგორც ბაია გადაბაძე აცხადებს, რამდენიმე მილიონად გაიყიდა გაკოტრებული კომპანიის წილი, რაც ბუნებრივია, არანაირ ბიზნეს-ლოგიკაში არ ჯდება:


„ტელეკომპანია „მაესტროს" მეწილეების ნაწილი, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორები, დღეს აღმოჩნდნენ უმცირესობაში. ეს ვითარება გამოიწვია პარტნიორების ერთი ნაწილის მიერ წილების გასხვისებამ, რომლის რეალური მყიდველი გახდა ტელეკომპანია „იმედის" არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე.

 

რამდენიმე მილიონად გაიყიდა გაკოტრებული კომპანიის წილი, რაც, ბუნებრივია, არანაირ ბიზნეს-ლოგიკაში არ ჯდება. კომპანია, რომელსაც გააჩნია 50-მილიონიანი ვალი, ფინანსური თვალსაზრისით არ შეიძლება იყოს მიმზიდველი. ერთადერთი მიმზიდველობა, რაც შეიძლება ჰქონდეს „მაესტროს" - ეს არის მისი პოლიტიკური მიმზიდველობა, რაც ეფექტიანი მენეჯმენტის და სარედაქციო დამოუკიდებლობის წყალობით გამოარჩევს ქართულ ტელებაზარზე.

 

მე თითქმის 3 წელია „მაესტროს" დირექტორი ვარ, თუმცა გაცილებით დიდი ხანია, რაც ამ არხზე ვმუშაობ. ჩვენ ყველას ყოველთვის გვაერთიანებდა საერთო ღირებულებები და ადამიანები, რომლებიც ამ ღირებულების ერთგულები იყვნენ. დღეს კი ვითარება იმგვარია, რომ ზოგიერთისთვის ღირებულებებს ჰქონია სრულიად კონკრეტული ფასი.

 

წილის გამყიდველების - ბატონების ებრალიძის და ჩიკვაიძის 1 % წილი არის მინუს 460 ათასი ლარი დაახლოებით. მათ არც შემოქმედებით და არც ფინანსურ ნაწილში არასოდეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ, ფინანსურად მხოლოდ ერთი დამფუძნებელი იღებდა მონაწილეობას, - ეს იყო მაკა ასათიანი. ისინი ხელფასს იღებდნენ წლების განმავლობაში და მაშინ, როდესაც სრულიად გაურკვეველი იყო მათი სამსახურეობრივი პოზიციები და ფუნქციები.

 

3 წელია „მაესტროს" დირექტორი ვარ და სამჯერ არ მინახავს გიორგი ებრალიძე და არც თავისი უკმაყოფილების შესახებ გამოუთქვამს აზრი. ის ამბობს, რომ მის სახელს არ უნდა უკავშირდებოდეს დღევანდელი „მაესტრო". ეს ასეც არის. მის სახელს მართლაც არაფერი უკავშირდება. ამ ტელევიზიაში ჩემი მენეჯმენტის ქვეშ ჩაიდო რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია, განახლდა ტელევიზიის შეფუთვა, სატელევიზო სტუდიები, შეიქმნა ახალი ფორმატები და სხვა.

 

განვითარებული პროცესების ლოგიკური შედეგი შესაძლებელია იყოს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვა, რის გამოც მე არ ვაპირებ ტელეკომპანია „მაესტროში" მუშაობას პარტნიორების კონფიგურაციის პირობებში. მე ველოდები პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას და მანამდე ვასრულებ ჩემს უფლებამოსილებას", - განაცხადა ბაია გაბადაძემ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016