reportiori.ge - ნანა კაკაბაძე: სასამართლოზე ზეწოლა იყო წინა ხელისუფლების სისტემური მახასიათებელი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:09
სამართალი
ნანა კაკაბაძე: სასამართლოზე ზეწოლა იყო წინა ხელისუფლების სისტემური მახასიათებელი!
02 თებერვალი, 2016. 16:41




„ეს განცხადება არის დაგვიანებული და უნდა გაკეთებულიყო მაშინვე, როცა ხელისუფლება შეიცვალა, როცა საზოგადოება რეჟიმის გასამართლებას მოითხოვდა და არა კოჰაბიტაციას", - ასე ეხმაურება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებას, რომელიც სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს მოუწოდებს, აღიარონ წინა ხელისუფლების დროს პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის ფაქტები.


როგორც „რეპორტიორს" კაკაბაძემ განუცხადა, სასამართლოზე ზეწოლის პროცესს ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილი და ამ პროცესში ჩართული იყო მთელი პროკურატურა. კაკაბაძის თქმით, ძნელად წარმოსადგენია, აღნიშნული სისტემური დანაშაულის თანაზიარმა მოსამართლემ ან პროკურორმა, რომელიც დღემდე თანამდებობაზეა, აღიაროს დანაშაულის ფაქტი.


 

„პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა იყო წინა ხელისუფლების სისტემური მახასიათებელი. სისტემა უზრუნველყოფდა იმას, რომ პროკურატურა ყოფილიყო ადამიანის ბრალის შემდგენელი და სასამართლო ყოფილიყო ნოტარიუსი და დაემოწმებინა პროკურატურის ბრალი. ეს იყო სისტემა, რომელიც შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ", ანუ პროკურატურის როლი იყო ის, რომ ბრალი დაეწერა, სასამართლოს კი ეს ბრალი დაეკოპირებინა და განაჩენის სახე მიეცა. ამას მე სისტემურ დანაშაულს დავარქმევ. არ ვიცი, რომელი პროკურორი ან მოსამართლე აღიარებს ამას. ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე ძველმა პროკურორმა, რომელიც დღესაც მაღალ თანამდებობაზეა, რამე აღიაროს. თითოეული მათგანი იყო დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი. ვინც მუშაობდა, თანაზიარი იყო დანაშაულის. მათი დისკვალიფიკაცია უნდა მომხდარიყო ადრევე, მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა მათ შესრულებული კონკრეტული დაკვეთა. დღეს, როცა 5 წუთი რჩება არჩევნებამდე, ძალიან დაგვიანებულია ეს განცხადება", - განუცხადა „რეპორტიორს" კაკაბაძემ.



პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ  სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს მოუწოდა, აღიარონ წინა ხელისუფლების დროს პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის ფაქტები:



ჩვენ გვინდა, რომ სასამართლო იყოს ძლიერი დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მოსამართლე არავის აბარებდეს ანგარიშს, მაგრამ თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, ვთქვათ, სად იყო პრობლემა - იყო ზეწოლები, დაშინებები, ზეგავლენის მოხდენა პროკურორების მხრიდან და თავის დროზე რომელ საქმეებზე იყო? ვაღიაროთ და გაპატიებთ. ყველამ ერთად მოვიხადოთ ბოდიში საზოგადოების წინაშე", - განაცხადა მანანა კობახიძემ.



მოსამართლეების განცხადებით, არანაირი ზეწოლა პროკურორების მხრიდან მათზე არ ყოფილა.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016