reportiori.ge - კარლო კოპალიანი: ოღონდ პატრიარქს აგინონ და 500 ლარს დიდი სიამოვნებით გადაიხდიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:26
პოლიტიკა
კარლო კოპალიანი: ოღონდ პატრიარქს აგინონ და 500 ლარს დიდი სიამოვნებით გადაიხდიან
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 16:39



უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის ფულადი ჯარიმების დაწესებასთან დაკავშირებით დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივა განიხილეს, განაცხადა, რომ საქართველოში მართლმადიდებლურ ეკლესიაზე დიდი შეტევა მიმდინარეობს და პროექტით გათვალისწინებული ჯარიმები საკმარისი არ არის.



დიდი შეტევაა ჩვენს პატრიარქზე, მართლმადიდებლურ ეკლესიაზე. შეიძლება ითქვას, ჩვენს ქვეყანაში რელიგიური მიმდინარეობის კუთხით ყველაზე დაუცველი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია გახლავთ. მიაჩნია, რომ ჯარიმები ძალიან მცირეა. პიროვნებები, რომლებიც საკუთარ აზრს ათეისტური შეხედულებით გამოხატავენ, საშიში არ არიან. ესენი არიან ერთეულები და ამას ძალიან დელიკატურად ამბობენ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ჩვენს მართლმადიდებლობას, თუნდაც სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებს, ესენი არიან ორგანიზაციები, ძალიან მოწესრიგებული, თავიანთი გეგმითა და შეხედულებით. მე მიმაჩნია, ეს ორგანიზაციები ამ 500 და 1000 ლარს დიდი სიამოვნებით გადაიხდიან, ოღონდ ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას აგინონ და რაც შეიძლება მეტი ბოღმა ანთხიონ ჩვენს საზოგადოებაში. ამიტომ ვთვლი, რომ ჯარიმებს, რაც აქ წერია, თითო ნული უნდა მიემატოს აუცილებლად. გადავიდნენ ყოველგვარ ზღვარს. პასუხისმგებლობა რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის უნდა გამკაცრდეს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის ნაწილში", - განაცხადა კარლო კოპალიანმა.



ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.


ამავე პროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.


პროექტის ავტორი „დემოგრაფიული განვითარების ფონდის" დირექტორი ზვიად ტომარაძეა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016