საზოგადოება
50 სკოლაში 20%-იანი გაცდენა დაფიქსირდა, თუმცა, სწავლა შეჩერებული არ არის
02 თებერვალი, 2016. 17:15
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნატა ასათიანმა განათლების სამინისტროში ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა იმ სკოლებთან დაკავშირებით, სადაც გრიპის ვირუსის გამო ავადობის მაღალი პროცენტული მაჩვენებელია. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით 50 სკოლაში 20%-იანი გაცდენა დაფიქსირდა, თუმცა, სწავლა შეჩერებული არ არის.
„ამ სკოლების უმეტესობა რეგიონშია და მცირეკონტინგენტიანი სკოლებია. ისინი რისკ-ფაქტორს არ წარმოადგენენ. საინტერესოა თბილისის 7 სკოლა, სადაც ასევე დაფიქსირდა გაცდენები და ჩვენი მონიტორინგის სამსაური აწარმოებს დაკვირვებას, გაცდენების მიზეზი არის თუ არა ავადობა", - განაცხადა ნატა ასათიანმა.
მისივე თქმით, თბილისის 7 სკოლასთან დაკავშირებით თუ გაცდენების მიზეზი მოსწავლეების ავადობა იქნება, შესაბამის ზომებს მიიღებენ.
15 თებერვალი, 2016. 03:14
15 თებერვალი, 2016. 03:07
15 თებერვალი, 2016. 01:18
14 თებერვალი, 2016. 16:50
14 თებერვალი, 2016. 16:00
14 თებერვალი, 2016. 11:44
14 თებერვალი, 2016. 11:38
14 თებერვალი, 2016. 11:31
ლევან ვასაძე: თამარ სანიკიძე ძალიან მიყვარს, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან დიდ გაუგებრობაშია მოხვედრილი
14 თებერვალი, 2016. 11:28
14 თებერვალი, 2016. 11:01
14 თებერვალი, 2016. 02:29
14 თებერვალი, 2016. 00:07
13 თებერვალი, 2016. 22:18
13 თებერვალი, 2016. 22:18
13 თებერვალი, 2016. 21:51