„როგორც უნდა ეცადონ ბიძინა ივანიშვილის როლის დაკნინებას, მისი ფაქტორი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია!" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური საუბრობს და აქვე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის პოლიტიკურ აქტიურობას ყოველთვის მიესალმება.
„ყოველთვის მივესალმები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ აქტიურობას! თუმცა, ქვეყნის მართვაში უშუალოდ ჩართვას - როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ორგანოში - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს! თუმცა, მან გამოთქვა სურვილი, ყველა კანონიერი საშუალებით ჩაერთოს საარჩევნო პროცესში და დაეხმაროს „ქართულ ოცნებას" გამარჯვებაში! როგორც უნდა ეცადონ ბიძინა ივანიშვილის როლის დაკნინებას, მისი ფაქტორი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია!" - განაცხადა მეჭიაურმა.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: „ასავალ-დასავალი"