reportiori.ge - „მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა“- პრემიერი სტრატეგიული მნიშვნელობის ინვესტორის შესახებ საუბრობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:39
პოლიტიკა
„მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა“- პრემიერი სტრატეგიული მნიშვნელობის ინვესტორის შესახებ საუბრობს
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 20:37


სტრატეგიული მნიშვნელობის ინვესტორი, მსოფლიოში რძის პროდუქტების მწარმოებელი ნომერ პირველი, გლობალური კომპანიალაქტალისი" საქართველოში შემოვიდა, - კომპანია,  რომელსაც მსოფლიო მნიშვნელობის უამრავი ბრენდი აქვს, „სანტესთან" პარტნიორობით, ქართული პროდუქციის ბრენდირებას და როგორც რეგიონულ, ისე - მსოფლიო ბაზარზე მის გატანას გეგმავს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია, რომელსაც მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი, რათა იგი გამოყენებული იყოს ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე გასატანად.


ეს არის კომპანია, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 75 000-ზე მეტი თანამშრომელი და მსოფლიო მნიშვნელობის თითქმის ორი ათეული ქვებრენდი აქვს. მისასალმებელია, რომ ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინვესტორი ქვეყანაში შემოდის. მნიშვნელოვანია, რომლაქტალისი" ინვესტიციას ახორციელებს ახლა, როდესაც ჩვენ ევროკავშირთან გაფორმებული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც მას ევროპის ბაზარზე შესვლის საშუალებას მისცემს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ინვესტორს, პირველ ეტაპზე აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონულ ბაზრებზე ქართული პროდუქციის გაყიდვის მიმართულებით, კონკრეტული გეგმები აქვს.


ძალიან კარგია, რომ კომპანიამ სამხრეთ კავკასიაში შემოსვლის წერტილად საქართველო აირჩია და საქართველოს მეშვეობით სურს, დაფაროს რეგიონული ბაზარი. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.


სიახლის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტს დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე აცნობა, რომელზეც ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის პროექტები და პრიორიტეტები განიხილეს.

მიმდინარე წელს ფინანსთა სამინისტრო მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის დანერგვას, რომელიც მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრას გულისხმობს. რეფორმა ადგილობრივი საინვესტიციო რესურსის მობილიზებას, რეინვესტირების წახალისებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.


მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება ადმინისტრირების კუთხითაც, მათ შორის, იგეგმება შემოსავლების სამსახურის შემოწმებების რეგლამენტირება.


ფინანსთა სამინისტრო ასევე აქტიურად იმუშავებს ბიზნესისთვის საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გასამარტივებლად.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016