reportiori.ge - გიორგი გაბედავა: საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება არ დაკანონდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:11
საზოგადოება
გიორგი გაბედავა: საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება არ დაკანონდება!
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 21:45




პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში მის მიერ მომზადებულ ფილმს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში დაწყებული პროპაგანდა ერთნაირსექსიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ, საწყისშივე წარუმატებლობისთვის არის განწირული, რადგან ქართველი, მართლმადიდებელი ერი ამას არ დაუშვებს.


„ეს არის ჩემს მიერ მომზადებული ფილმი, რომელიც უწმინდესის თხოვნით გავაკეთე, რომელიც ანახა უწმინდესმა დიპლომატიურ კორპუსს, გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლებს... კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ, რაც სხვა ქვეყნებში ხდებოდა ლგბტ პროპაგანდის და ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ, იმის მეასედი არ მომხდარა საქართველოში, მაგრამ როგორც ყოველთვის საქართველო გახდა განტევების ვაცი საერთაშორისო არენაზე...

 

ორმაგ სტანდარტებს ვერ გადაეჩვივნენ ჩვენი დასავლელი „მეგობრები". ყველას გთხოვთ ნახოთ ფილმი და ანახოთ მათ ვინც ევროპას გაიძახის და ჩვენ ბნელებს გვიწოდებს, მე სოლიდარობას ვუცხადებ იმ ხალხს ვის ქვეყანაშიც დაკანონდა ერთსქესიანთა ქორწინება და ვიზიარებ იმ დიდ მწუხარებას რასაც განიცდიან ვიდეოზე ასახული ადამიანები, ევროპის უბრალო მცხოვრებნი, რომლებიც გახდნენ ამ ბინძური პროპაგანდის მსხვერპლნი!

 

.. საქართველოში ერთსქსეიანთა ქორწინება არ დაკანონდება სანამ ბოლო ქართველი იქნება დედამიწაზე ცოცხალი! ქართველი პირდაპირი გაგებით და არა უბრალოდ ეროვნებით!!!"


ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016