reportiori.ge - პაატა ბურჭულაძე: პოლიტიკაში ჯერ არ შევსულვარ, ამის საჭიროებას დრო გვაჩვენებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 12:10
პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე: პოლიტიკაში ჯერ არ შევსულვარ, ამის საჭიროებას დრო გვაჩვენებს
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 22:12


 

„კიდევ ოთხი წელი ასე რომ გაგრძელდეს, როგორც ბოლო ოთხი წელი იყო, ვეღარასდროს დავდგებით ფეხზე", - განაცხადა "საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელმა , მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია "TV პირველის" ეთერში.



„პოლიტიკაში ჯერ არ შევსულვარ. არ ვიცი, ეს თუ საჭირო იქნება - ამას დრო  გვანახებს. ჩამოყალიბდა „საქართველოს განვითარების ფონდი", რომლის ჩამოყალიბებაც, ჩემი აზრით, აუცილებელი იყო. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როცა მან რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას. მთელი ცხოვრება ხალხისგან სიყვარულისა და ტაშის მეტი არაფერი მომისმენია. ალბათ დადგა დრო, რომ გადავუხადო მადლობა ჩემს ხალხს და გადავდგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ძნელი გადასადგმელია და რომელიც ტაშს და სიყვარულს გვერდით მადებინებს, რადგან რაღაც სხვა ვალდებულება მაქვს. არ შემიძლია სხვანაირად მოვიქცე. დღეს, როცა ამდენ გაჭირვებულ ადამიანს ვუყურებ, როცა ვუყურებ ასეთ უიმედობას საქართველოში... მგონია, რომ კიდევ ოთხი წელი ასე რომ გაგძრელდეს, როგორც ბოლო ოთხი წელი იყო, აღარ მაქვს იმ ცხრა წელზე ლაპარაკი, ვეღარასდროს დადვდგებით ფეხზე. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ძალიან დიდი შეხება მაქვს ხალხთან, ძალიან ბევრჯერ მომივლია საქართველო", - განაცხადა ბურჭულაძემ, რომლის შეფასებით, ყველა ახალ მთავრობას ხალხი იმედით ხვდება, დრო კი ისე გადის, რომ მათ საკეთილდღეოდ არაფერი იცვლება.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016