„მაესტროს" წილის 55%-ის მფლობელი გია გაჩეჩილაძე თქო შოუ „რვიანის" ეთერში ტელეკომპანიის დამფუძნებლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრობს. გაჩეჩილაძის თქმით, ტელეკომპანია დღეს საკმაოდ დაზიანებულია ყველა კუთხით და ცვლილებებიც სწორედ ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრას ითვალისწინებს.
„პროცესი დასრულებული ჯერ არ არის, მაგრამ შეუქცევადია. დამფუძნებლებს შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. საზოგადოება საბოლოო შედეგს აუცილებლად გაიგებს.
ჩვენ გვინდა, რომ იყოს კომუნიკაცია და ეს ყველაფერი პოზიტიურად დასრულდეს, რომ ამ ყევლაფერში არ დაზიანდეს უკვე ისედაც დაზიანებული „მაესტრო". „მაესტრო" დღეს დაზიანებულია, როგორც ფინანსურად, ისე სამხატვრო კუთხითაც. ჩვენი სურვილია, რომ მაესტრო გამოვაძვრინოთ ამ ყველაფრიდან და გახდეს ის, რისი ღირსიც არის."- განაცხადა გაჩეჩილაძემ.