reportiori.ge - მეუფე ანდრია: აღდგომა დღე-ღამის თანასწორობისა და ებრაელთა პასექის შემდეგ უნდა ვიზეიმოთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:29
რელიგია
მეუფე ანდრია: აღდგომა დღე-ღამის თანასწორობისა და ებრაელთა პასექის შემდეგ უნდა ვიზეიმოთ
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 01:20


 

„მრევლის მოთხოვნით, ქართული ეკლესია ძველ კალენდარს დაუბრუნდა;   აღდგომა დღე-ღამის თანასწორობისა და აუცილებლად ებრაელთა პასექის შემდეგ უნდა ვიზეიმოთ",- ამის შესახებ გადაცემა 2030-ში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ განაცხადა. 


მისივე თქმით, გრეგორიანული კალენდრის მიმდევართა შორის აღდგომის ისეთი თარიღები იყო, რომლებიც ებრაელთა პასექს დაემთხვა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ იულიანური კალენდარი უფრო გამართულია


„ჟენევაში, მსოფლიო საპატრიარქოს ცენტრში, მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლთა შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საეკლესიო კრებაზე გასატანი ექვსი საკითხი ჩამოყალიბდა - მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში, ავტონომია და მისი აღიარების გზა, მართლმადიდებელი ეკლესია და დანარჩენი ქრისტიანული სამყარო, მართლმადიდებელი დიასპორა, მარხვის საკითხი თანამედროვეობაში, ქორწინება და დამაბრკოლებელი გარემოებანი. კრება იმ საკითხების განხილვას ეძღვნება, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიაში ასწლეულების მანძილზე დაგროვდა."- განაცხადა მეუფე ანდრიამ.


რაც შეეხება ქორწინების საკითხს, როგორც მეუფე ანდრიამ აღნიშნა, სჯულის კანონის მიხედვით, მართლმადიდებლისთვის არამართლმადიდებელთან, მითუმეტეს, არაქრისტიანთან, ანუ სხვა სჯულის აღმსარებელთან ჯვრისწერა არ შეიძლება. ეს წესი კანონებითა და კრებებითაა გამყარებული. სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები, არამართლმადიდებელთან ჯვრისწერას უშვებენ, მხოლოდ აქვთ პირობა, რომ ბავშვები მართლმადიდებლურ წიაღში მოინათლონ.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016