reportiori.ge - გია გაჩეჩილაძე: „მაესტროში“ აუდიტით უნდა შევიდეთ და დავითვალოთ, სად მიდიოდა თანხები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:05
საზოგადოება
გია გაჩეჩილაძე: „მაესტროში“ აუდიტით უნდა შევიდეთ და დავითვალოთ, სად მიდიოდა თანხები
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 01:22



ტელეკომპანია „მაესტროს" 55-პროცენტიანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ 50- მილიონიანი ვალის შესახებ არაფერი იცის.


"ეს ციფრები საიდან მოაქვთ, გაუგებარია. ჩვენ საქმეში არავინ გვახედებდა. მგონია, რომ გაკოტრება მიზანმიმართულად ხდებოდა. ალბათ, გაკოტრების საფუძველზე ჩვენი წილიდან გაშვებას, ტელევიზიის აქტივების ახალ კომპანიაში გადატანას და მერე, ერთი-ორი კვირის დაფუძნებული კომპანიის გაყიდვას აპირებდნენ,"- აღნიშნა გაჩეჩილაძემ გადაცემა 2030-ში საუბრისას.


ტელევიზიაში აუდიტით უნდა შევიდეთ და დავითვალოთ, ეს თანხები სად მიდიოდა. კოტე გოგელიას გარდა, „მაესტროს" ყველა დამფუძნებლისთვის გაუგებარი სიტუაციაა, 5 წლის განმავლობაში დამფუძნებელთა კრება არ ჩატარებულა. მაკა ასათიანი და კოტე გოგელია კომუნიკაციაზე არ მოდიოდნენ. ღლონტის პოზიცია როგორია, არ ვიცი. ბაია გადაბაძესთან კომუნიკაცია მქონდა და მიკვირს, ასეთ განცხადებებს რატომ აკეთებს. პატარკაციშვილების ოჯახსმაესტროში" არანაირი ინტერესი არ აქვს. მათ უნდათ, რომმაესტრომ" ძველი სახელი დაიბრუნოს. „მაესტრომ", რომელიც მართალ სიტყვასთან ასოცირდებოდა, რეიტინგი დაკარგა. ამათ არ უნდათ, „მაესტრო" კარგი ტელევიზია იყოს, თორემ კარგ ჟურნალისტებს რომ უშვებ, რომლებსაც არხისთვის რეიტინგი და შემოსავალი მოაქვთ, ეს რატომ უნდა გააკეთო",-აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016