reportiori.ge - ბრაზილიაში წამსვლელთა ვინაობა( პრაქტიკულად) გარკვეულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:34
სპორტი
ბრაზილიაში წამსვლელთა ვინაობა( პრაქტიკულად) გარკვეულია
20 ნოემბერი, 2013. 14:37

ორწლიანი ბატალიები დასრულდა (თითქმის), ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელთა ვინაობა გაირკვა (პრაქტიკულად), ისღა დაგვრჩენია ზაფხულს დაველოდოთ და დიდი ფეხბურთით ვისიამოვნოთ. თუ რატომ „თითქმის" და „პრაქტიკულად", ალბათ მიხვდით: არ არის იორდანიის ნაკრები იმ დონის, ურუგვაის 5-ზე მეტი ბურთი გაუტანოს. ევროპაში გამართული შეხვედრებიდან ძირითადი ინტრიგა საფრანგეთი-უკრაინისა და შვედეთ-პორტუგალიის შეხვედრებში იყო. სიმართლე გითხრათ, დიდად არც მე მაინტერესებს და, ალბათ, ბევრ თქვენგანსაც, სამხრეთ ამერიკაში საბერძნეთი წავა, რუმინეთი, ისლანდია თუ ხორვატია.

ფრანგებს რთული ამოცანა ჰქონდათ გადასაჭრელი, სამი ბურთის გატანა და არგაშვება ძნელად შესასრულებელ მისიას ჰგავდა, თუმცა მოახერხეს და ჩემპიონატზეც დამსახურებულად წავლენ. უკრაინამ კი, ალბათ, თავის თავს უნდა დააბრალოს, რადგან პარიზში უკბილო და დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთი ითამაშა, უფრო სწორად ანტიფეხბურთი და ამიტომაც დაისაჯა.

შვეციაში, „ფრენდს არენაზე", ორი დიდი ფეხბურთელი, კრისტიანო რონალდო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა ერთმანეთს. დუელი ამჯერადაც პორტუგალიელის სასარგებლოდ დასრულდა, ორივემ დიდებულად ითამაშა, ორივე ნამდვილი ლიდერი იყო, უბრალოდ ზლატანი მარტო იბრძოდა, კრისტიანუს კი მთელი გუნდი გვერდში ედგა. ზოგადად, პორტუგალიის ნაკრებმა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და ბრაზილიაში წასვლაც მათზე ალალია, ცუდი კი ის არის, რომ ჩემპიონატს იბრაჰიმოვიჩის დონის ვარსკვლავი დააკლდება.

აფრიკის კონტინენტზე განელებმა ეგვიპტეში 1:2 კი წააგეს, მაგრამ შინ 6:1 ჰქონდათ მოგებული და საგზურიც დამსახურებულად მოიპოვეს. ალჟირელებმა ბურკინა ფასოს სტუმრად გატანილი გოლის ხარჯზე სძლიეს და ბრაზილიაში მათაც ვიხილავთ. ამათ გარდა შავი კონტინენტიდან ცოტა ადრე გაინაღდეს მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა: ნიგერიამ, კოტ დივუარმა და კამერუნმა.

სანაკრებო დღეები ბევრმა წამყვანმა საფეხბურთო ქვეყანამ ამხანაგური თამაშებისთვის გამოიყენა. ბოლო წლებში ყველაფრის მომგებმა ესპანელებმა სამხრეთ აფრიკასთან 0:1 წააგეს. ასეთივე ანგარიშით გერმანელებმა სტუმრად ინგლისის ნაკრები დაამარცხეს. სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია საფეხბურთო რუკაზე ახლახანს გაჩენილი გიბრალტარის ნაკრები, რომელმაც სლოვაკეთში, მასპინძელ გუნდთან 0:0 ითამაშა.



P.S. თემურ ქეცბაიას სატელევიზიო შოუს, რუსეთიდან გამოეხმაურა ალეკო ამისულაშვილი და ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა. ესღა გვაკლდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016