ჟურნალისტი ირაკლი კორძაია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ნოზაძეს დაეწერა, რომელმაც წლების წინ, ხარძიანს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმე დაეწერა ე.წ. მოსამართლე ლელა ნოზაძეს, რომელმაც თავის დროზე შეთითხნილი ბრალდებით 8 წელი შეუფარდა ბესოს. შემდგომ ძალდატანებით და წამებით გლდანის ციხეში "კუს ტბა" დაათმობინეს. მერე რა მოხდა და როგორ მოხდა, კი იცით ყველამ. ხოდა მაინტერესებს ძალიან, ბედის დაცინვაა ეს ყველაფერი თუ უბრალო მოკვდავები დაგვცინიან ისე რომ არ იმჩნევენ და ჩვენც ვერ ვამჩნევთ", - წერს კორძაია.
ხარძიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა ხვალ იწყება. პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული.