„უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს:
„ბედის ირონიაა და სხვა არაფერი როცა გრანტებზე დაგეშილი ორგანიზაციები ახსენებენ მოსამართლეებს განვლილ 9 წელს. გასაგებია და არავინ დავობს რომ სააკაშვილის მორჩილებაში იყო სასამართლო, მაგრამ თქვენც რომ სააკაშვილი მორჩილებაში იყავით. ერთად აღებულ ყველა პარტიაზე მეტი დაფინანსება რომ გაქვთ საიას და სხვა გრანტიჭამიებს
1. სად იყავით იმ 9 წლის მანძილზე, როცა ადამიანების უფლებები ტოტალურად იღვევოდა, ხალხს ხვრეტდენენ და აუპატიურებდნენ ციხეში და რატომ არ იღებდით ხმას.
2. სად იყავით გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ვაზაგაშვილის და სხვათა დახრეტებზე რომ არავის ახსოვს თქვენი ამოღებული ხმა.
3. სად იყავით, მაშინ როცა არჩევნები ყალბდებოდა და თქვენ ამაზე ხმას არ იღებდით.
4. სად იყავით მაშინ როცა როგორც ახლა ნაცმედია გაპიარებდათ და არასდროს არ გქონიათ ტრიბუნის პრობლემა ხმა ამოგეღოთ.
5. სად იყავით მაშინ როცა უამრავი ადამიანი გთხოვდათ დაგეწყოთ კამპანია სისხლიანი რეჟიმის წინაააღმდეგ , ისე როგორ ახლა აკეთებთ ,,ეს ჩვენ გეხებას'' ფორმატში.
როცა ითხოვთ რომ უნდა წავიდნენ იმ 9 წლიანი მორჩილებაში მყოფი მოსამართლეები და ეს სწორია, ლოგიკური იქნება თუკი თქვენც წახვალთ რადგან 9 წლის განმავლობაში სააკაშვილს ანმტკიცებდით დუმილით და დანაშაულებრივი გულგრილობით."- აღნიშნავს მჟავანაძე.