reportiori.ge - ადვოკატი: „მაესტროს“ შენობა და ტექნიკის 99% მაკა ასათიანის საკუთრებაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:27
საზოგადოება
ადვოკატი: „მაესტროს“ შენობა და ტექნიკის 99% მაკა ასათიანის საკუთრებაა
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 10:56


„ტელეკომპანია „მაესტროს" შენობა და ტექნიკის 99% მაკა ასათიანის საკუთრებაა", - ამის შესახებ „მაესტროს" 25 %-იანი წილის მფლობელის მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ გადაცემა „მაესტროს ფაქტორში" განაცხადა. როგორც გიორგი გვენეტაძემ განმარტა, თუ მაკა ასათიანს არ ექნება ნება, სამართლებრივად შეუძლებელია, ის ვინმემ იძულებული გახადოს, მისი საკუთრება ტელევიზიის ფუნქციონირებისთვის გამოიყენოს.

 

„ძირითადი მატერიალური აქტივები, რითაც ტელეკომპანია მაუწყებლობს, არის მაკა ასათიანის და მის კონტროლს დაქვემდებარებული კომპანიების საკუთრება.

 

თუ მაკა ასათიანის ნება არ იქნება, სამართლებრივად შეუძლებელია, რომ ვინმემ ის იძულებული გახადოს, მისი საკუთრება გამოიყენოს. ტელევიზიის ტექნიკის 99% მაკა ასათიანის საკუთრებაა", - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.


ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მაკა ასათიანი „მაესტროსთან" მიმართებაში არასდროს მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც საფრთხეს შეუქმნის ტელევიზიას და ჟურნალისტებს.

 

„ჩვენ შევეცდებით, გამოვნახოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ტელევიზიას საფრთხეს არ შეუქმნის. გიორგი გაჩეჩილაძის მხარე ძალიან დემაგოგიურად და საეჭვოდ აფიქსირებს კოტე გოგელიას სახელს. მინდა განვაცხადო, რომ ყველა გადაწყვეტილებას ტელევიზიასთან დაკავშირებით იღებს პირადად მაკა ასათიანი. მას გააჩნდა და გააჩნია სრული მატერიალური შესაძლებლობები იმისთვის, რომ აქამდეც თვითონ უზრუნველეყო და მომავალშიც გააგრძელოს ტელეკომპანიისთვის ხელშეწყობა. თუკი ბატონი კოტე რაიმე ფორმით სადმე გამოჩენილა, ასრულებდა მაკა ასათიანის თხოვნას", - აღნიშნა გვენეტაძემ. 


ტელეკომპანია „მაესტროს" წილის მფლობელებთან დაკავშირებით ცვლილებებია. არხის წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი „მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე გახდა.


საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ამონაწერის მიხედვით, გაჩეჩილაძე ამჟამად შპს „სტუდია მაესტროს" წილების 55 %-ს ფლობს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016