reportiori.ge - ირმა ინაშვილი: ხიდაშელმა და ბერძენიშვილებმა გააგრძელეს არჩევნების გაყალბების სააკაშვილისეული გზა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:15
პრეს-დაიჯესტი
ირმა ინაშვილი: ხიდაშელმა და ბერძენიშვილებმა გააგრძელეს არჩევნების გაყალბების სააკაშვილისეული გზა!
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 11:31


„ხიდაშელმა და ძმებმა ბერძენიშვილებმა გააგრძელეს არჩევნების გაყალბების სააკაშვილისეული გზა და ისინი ამას არც 2016 წლის არჩევნებში მოიშლიან!" - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საუბრობს და „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საგარეჯოს რაიონში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს იხსენებს. ინაშვილის თქმით, თავდაცვის მინისტრმა საგარეჯოში არჩევნების მოსაგებად 500-მდე სამხედრო მოსამსახურე გამოიყენა.


„დღევანდელი ხელისუფლების მთავარი პრობლემა გახლავთ რესპუბლიკური პარტია და ქალბატონი თინა ხიდაშელი, რომელიც არჩევნების გამყალბებლად ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ ვუწოდე ხიდაშელს „თინა გამყალბებლოვა"! ვიცოდი, ვინ იყო სინამდვილეში თინა ხიდაშელი და ამიტომაც საგარეჯოს არჩევნების წინ, 12 ოქტომბერს, უწყებათაშორის კომისიაზე იუსტიციის მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების თვალწინ საჯაროდ მოვითხოვე, თავდაცვის სამინისტროს დაესახელებინა, რამდენი სამხედრო იყო რეგისტრირებული საგარეჯოში, კერძოდ, მუხროვანში. მაშინ მითხრეს, რომ საგარეჯოს არცევნებში 27 სამხედრო მიიღებდა მონაწილეობას. სამი დღის შემდეგ ხიდაშელმა ხუთასზე მეტი სამხედრო გადაისროლა საგარეჯოში და იმის შემდეგ გვიმტკიცებს, იქ ყოველთვის ასეულობით ჯარისკაცი იმყოფებოდაო! ხიდაშელმა და ძმებმა ბერძენიშვილებმა გააგრძელეს არჩევნების გაყალბების სააკაშვილისეული გზა და ისინი ამას არც 2016 წლის არჩევნებში მოიშლიან!" - განაცხადა ინაშვილმა.

 

 

 

 

(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

 

წყარო:   „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016