რუსეთის უმსხვილესი და უძველესი სამედიცინო დაწესებულების „ა.ვ. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის" დირექტორად ამირან შოთას ძე რევიშვილი დაინიშნა.
რევიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებულ ბრძანებას ხელი რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა ვერონიკა სკვორცოვამ მოაწერა.
„ბატონი ამირანის კომპეტენტურობა და გამოცდილება ეჭვს არ იწვევს", - განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოლეგ სალაგაიმ.
ამირან რევიშვილი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსია და „ა.ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის" ტექიამიტრიის მკურნალობის განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობდა.
ამირანი ცნობილი ქართველი ფილოლოგი-მეცნიერის, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიის გამოჩენილი მკვლევარის, აწ განსვენებული შოთა რევიშვილის ვაჟიშვილია.
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"