reportiori.ge - გია მეფარიშვილი: ვინმეს ჰგონია, რომ რომელიმე მოსამართლე აღიარებს ზეწოლას სასამართლოზე?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:09
სამართალი
გია მეფარიშვილი: ვინმეს ჰგონია, რომ რომელიმე მოსამართლე აღიარებს ზეწოლას სასამართლოზე?!
03 თებერვალი, 2016. 14:23


ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი დარწმუნებულია, რომ არცერთი მოსამართლე არ აღიარებს წინა ხელისუფლების მმართველობის დროს პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის ფაქტებს.


„ვინმე ფიქრობს, რომ რომელიმე მოსამართლე ამას აღიარებს საჯაროდ?! როდესაც ვაკვირდები სასამართლო კორპუსს, და განსაკუთრებით გუშინ რაც ვნახე, ასეთი რამის დაშვების თეორიული საფუძველიც კი გამორიცხულია. არავინ ასეთ აღიარებას არ გააკეთებს, პირიქით, მათ მიაჩნიათ, რომ ყველაფერი არის წესრიგში, რომ ისინი იყვნენ სისტემის მსხვერპლნი და არავითარი კონკრეტული შეცოდებანი მათი მხრიდან დაშვებული არ არის. აი, ამაშია მთელი უბედურება. ამის მიზეზი არის ის, რომ ახლანდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო სამართლიანობის აღდგენა. თუ სამართლიანობის აღდგენის პროცესი წარიმართებოდა, თუ ამ მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენები გადაისინჯებოდა კანონით დადგენილი წესით და ფორმით, მაშინ უკვე საუბრის შესაძლებლობა გვექნებოდა, ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი. დღეს ერთად თავი მოუყარო ყველას და ლანძღო, მართებული არაა. ამიტომ უნდა არსებობდეს კონკრეტული საფუძველი, როცა მოსამართლეზე ლაპარაკობ, რა დააშავა; ასე ზოგადად თქმა, რომ მოინანიეთ ყველამ ჩადენილი, ეს არაფრის მომცემი განცხადებაა. უმჯობესია, განხორციელდეს ცვლილებები კანონმდებლობაში  და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენები გადასინჯოს. აქ უკვე გამოჩნდება ყველაფერი - ვინ და რომელმა მოსამართლემ რა სამართალდარღვევა დაუშვა. მიაქციეთ ყურადღება, რას ამბობენ მოსამართლეები - განაჩენები ძალაშია? ჩვენ ვპასუხობთ - კი, ძალაშია. - მაშინ რატომ ვართ დამნაშავეები? რაში გამოიხატება ჩვენი ბრალეულობა? - ამას კი ვერავინ ასაბუთებს. ამიტომაც საჭიროა, მივმართოთ კანონიერ, ცივილიზებურ ფორმას, გადავხედოთ მათ მიერ გამოტანი განაჩენებს და მერე ვისაუბროთ", -  განუცხადა „რეპორტიორს" მეფარიშვილმა.


პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ  სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს მოუწოდა, აღიარონ წინა ხელისუფლების დროს პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის ფაქტები:



„ჩვენ გვინდა, რომ სასამართლო იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მოსამართლე არავის აბარებდეს ანგარიშს, მაგრამ თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, ვთქვათ, სად იყო პრობლემა - იყო ზეწოლები, დაშინებები, ზეგავლენის მოხდენა პროკურორების მხრიდან და თავის დროზე რომელ საქმეებზე იყო? ვაღიაროთ და გაპატიებთ. ყველამ ერთად მოვიხადოთ ბოდიში საზოგადოების წინაშე", - განაცხადა მანანა კობახიძემ.



მოსამართლეების განცხადებით, არანაირი ზეწოლა პროკურორების მხრიდან მათზე არ ყოფილა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016