reportiori.ge - გიორგი მარგველაშვილი: ამ გზაზე ამბობდა ნოე ჟორდანია „მომავლის არ გვეშინია“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:36
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ამ გზაზე ამბობდა ნოე ჟორდანია „მომავლის არ გვეშინია“
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 14:25


„გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია! ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, თავისუფლებისათვის ბრძოლა კი გრძელდება",- ასე დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტის წინაშე თავისი მესამე, ყოველწლიური გამოსვლა.


„წელს ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს აღვნიშნავთ.  დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი საკუთარი გზის გაკვალვას გულისხმობს, სწორედ ესაა ჩვენი ისტორიული მიზანი. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც არამარტო პოლიტიკურად დამოუკიდებელია, არამედ პოლიტიკურად თავისუფალიც. ეს არის სახელმწიფო, სადაც გარანტირებულია თითოეული მოქალაქის პოლიტიკური და სოციალური უფლებები, ეს არის ერთობა, სადაც ბატონობენ კანონები და არა ადამიანები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, თავისუფალი არჩევანის საფუძველზე 2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა.


„ევროპელობა ჩვენი ისტორიული გზის გაგრძელებაა. ამ გზას ადგნენ ჩვენი წინამორბედებიც: ამ გზაზე ამბობდა ნოე ჟორდანია „მომავლის არ გვეშინია", ამ მიზანს სახავდა ზურაბ ჟვანია- „მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე ვარ ევროპელი", ამ გზაზე მე ვხედავ საქართველოს, არა როგორც სტუმარს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში, არამედ როგორც სრულფასოვან წევრს ამ ერთობისა",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.


პრეზიდენტის განცხადებით,  პროდასავლური საქართველოს მთავარ ამოცანას დღეს დასავლური ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა წარმოადგენს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016