reportiori.ge - ნიკა ჩიტაძე: შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ბუნებრივი აირის მარაგები არსებობს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:09
საზოგადოება
ნიკა ჩიტაძე: შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ბუნებრივი აირის მარაგები არსებობს!
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 15:04


პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ატლანტიკური საბჭოს ანგარიშს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგია აღმოჩენილი, და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი, დადასტურების შემთხვევაში,  საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად აისახება. როგორც ჩიტაძემ „რეპორტიორს" განუმარტა, საქართველოში ბუნებრივი აირის არსებობის შესახებ დიდი ხანია ცნობილია, თუმცა მთავარია, როგორ მოხერხდება ამ მარაგის მოპოვება.

 

„თუ დამტკიცდა ბუნებრივი აირის მარაგების არსებობა, ბუნებრივია, ეს დადებითად აისახება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს, დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობის ექსპორტი განახორციელოს, ან იმპორტზე თქვას უარი. თუმცა, აქ არის მეორე საკითხი, კი ბატონო, დამტკიცებულია, რომ საქართველოში ნავთობისა და გაზის გარკვეული მარაგები არსებობს, მაგრამ მათი მოპოვება სამწუხაროდ, დღემდე ვერ ხერხდება. დღემდე სულ მოპოვებულია დაახლოებით 2 მლრდ კუბური მეტრი აირი.

 

„ფრონტერა" საქართველოში დიდი ხანია მოღვაწეობს. აღნიშნული კომპანია დიდი ხანია აცხადებდა, რომ საქართველოში ნავთობის დიდი ოდნებობა არსებობს, მაგრამ შემდგომში აღმოჩნდა, რომ არც ისე დიდი მარაგი იყო ნავთობის საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ეს განცხადებები კეთდებოდეს გარკვეული ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.

 

შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ბუნებრივი აირის მარაგები არსებობს, მაგრამ მეორე მხრივ, გარკვეულწილად „ფრონტერას" განცხადებები გადასამოწმებელია, რათა საზოგადოებას ტყული მოლოდინი არ ჰქონდეს", - განაცხადა ჩიტაძემ.

 

ატლანტიკური საბჭოს ვარაუდის დადასტურების შემთხვევაში, ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა, გახდეს აზერბაიჯანის პარტნიორი ქვეყანა და მასთან ერთად გაიტანოს ბუნებრივი აირი დასავლეთში.

 

„საკუთარ ტერიტორიაზე საქართველოს უფლება აქვს, მოიპოვოს ბუნებრივი რესურსი, გადაამუშაოს და ან თავად მოიხმაროს, ან ექსპორტზეც გაიტანოს. სანამ ბუნებრივი აირის ამოღება მოხდება და ახალი კონტრაქტები დაიდება, აზერბაიჯანი ამ დროის მანძილზე საქართველოს მიაწვდის ბუნებრივ აირს. გარდა ამისა, აზერბაიჯანს არ შეექმნება პრობლემები, რადგან იგი გააგრძელებს ბუნებრივი აირის მიწოდებას ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით. საქართველოც დაინტერესებულია, რომ ითამაშოს სატრანზიტო ქვეყნის როლი. საქართველო ნებისმიერი შემთხვევაში დათანხმდება, რომ იყოს სატრანზიტო ქვეყანა და ჰქონდეს დამატებითი შემოსავალი.

 

მეორე მხრივ, თუ შემდგომში საქართველო საკუთარი ბუნებრივი აირის მოხმარებას დაიწყებს, ის შეამცირებს აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს, ოღონდ აქ საუბარია არა ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენზე, არამედ სხვა გზებზე, რომლის მეშვეობითაც „სოკარი" საქართველოს გაზს აწვდის. საქართველო შეამცირებს აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს, მაგრამ ეს აზერბაიჯანის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანწილად არ დააზარალებს.

 

ასევე, მომავალში აზერბაიჯანს შეეძლება, თურქეთთან გააფორმოს კონტრაქტი და საქართველოს გავლით მეტი გაზი გაიტანოს ექსპორტზე. ამაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ასე რომ, საქართველო აზერბაიჯანის კონკურენტად არ განიხილება და პირიქით, შესაძლოა, მათ კარგი პარტნიორობა გაუწიონ ერთმანეთს", - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016