reportiori.ge - სანდრო ბრეგაძე: თუ მხარდაჭერილი არ იქნება საკონსტიტუციო შესწორება, ვტოვებ თანამდებობას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:31
პოლიტიკა
სანდრო ბრეგაძე: თუ მხარდაჭერილი არ იქნება საკონსტიტუციო შესწორება, ვტოვებ თანამდებობას!
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 15:30


„უახლოეს დღეებში დაიწყება ახალი პიარკამპანია, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არარეალურია, არ ღირს კონსტიტუციაში შესწორების შეტანა. ისიც ზუსტად ვიცი, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიაში დამუშავდა ეს ახალი გეგმა", - ამ განცხადებას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მხარდაჭერილი არ იქნება საკონსტიტუციო შესწორება, ის თანამდებობას დატოვებს:


„ქართველოფობებმა ანუ ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების მომხრეებმა სრული კრახი განიცადეს. ესაა განმსაზღვრელი მიზეზი იმისა, რომ მათ ტაქტიკა შეცვალეს და თავისი ფარული მხარდამჭერების მეშვეობით ცდილობენ საკითხის გაუბრალოებას. წინასწარ გაფრთხილებთ, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება ახალი პიარკამპანია, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არარეალურია; არ ღირს კონსტიტუციაში შესწორების შეტანა (სადაც განისაზღვრება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა); რომ უპრიანია კონფორმისტული პოზიციის დაჭერა; რომ ამ საკითხით პოლიტიკოსები სპეკულირებენ, რომელთაც კარიერისტული მიზნები ამოძრავებთ და ასე შემდეგ. ისიც ზუსტად ვიცი, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიაში დამუშავდა ეს ახალი გეგმა. ამავე დროს ძლიერდება ე.წ. „კეთილისმსურველთა" რჩევები ჩემს მიმართ, რომ გავჩერდე, თორემ შესაძლოა ყველაფერი დავკარგო. სწორედ ამიტომ მინდა, სახალხოდ განვაცხადო: პოლიტიკურ -კარიერისტული მიზნები რომ არ მამოძრავებს, საშიშროება რომ რეალურია, სწორედ ამის დასამტკიცებლად, მე, როგორც მთავრობის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, სასწორზე ვდებ ჩემს პოლიტიკურ კარიერას, თანამდებობას, ყველაფერს და საქვეყნოდ ვაცხადებ, რომ თუ მხარდაჭერილი არ იქნება საკონსტიტუციო შესწორება, რომლის მიხედვითაც გამოირიცხება ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, მაშინ მე ჩემს თავს ვერასოდეს ვხედავ იმ ხალხის გვერდით, რომლებიც ღიად თუ ფარულად მხარს უჭერენ ამ უზნეობის (თუნდაც ოდესმე) დაკანონებას! ესააა ჩემი პოზიცია და ის გადახედვას არ ექვემდებარება!" - აცხადებს ბრეგაძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016