reportiori.ge - ანა ანთაძე: მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად მიმაჩნია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:30
საზოგადოება
ანა ანთაძე: მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად მიმაჩნია
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 15:40


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა უწყების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა. ამასთან ერთად, სამინისტროში ამბობენ, ვინაიდან ფარმაცევტულ ბაზარზე ფასწარმოქმნაში ჩარევა თავისუფალი საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე დაუშვებელია, პრობლემიდან ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ჯენერიკ-მედიკამენტების მეტი რაოდენობით შემოტანა ქართულ ბაზარზე.

 

ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია", რომელიც აცხადებს, რომ გაცილებით იაფ და მაღალი ხარისხის ჯენერიკებს შემოიტანს თავდაპირველად კლინიკებში, ხოლო შემდეგ საცალო გაყიდვაში სააფთიაქო ქსელებში. საინტერესოა, რამდენად ინფორმირებულები არიან ექიმები ჯენერიკების შესახებ, რომელი ქვეყნის წარმოებულ მედიკამენტებს ანიჭებენ უპირატესობას და ზოგადად, რა მიაჩნიათ დღევანდელი ჯანდაცვის სისტემისთვის მთავარ გამოწვევად. აღნიშნულ თემებზე საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ოჯახის ექიმს ანა ანთაძეს ვესაუბრეთ.


- რა მიგაჩნიათ ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევად დღესდღეობით? რა ხარვეზებს ხედავთ, რომელთა გამოსწორებასაც ისურვებდით?

 

- ჩემთვის, როგორც ოჯახის ექიმისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებია მედიკამენტებზე მოსახლეობის მხრიდან ხელმისაწვდომობის პრობლემა და თავად ოჯახის ექიმების ანაზღაურება. მართალია, ბოლო დროს წინა პერიოდთან შედარებით, სასიკეთო ცვლილებები განხირციელდა ამ მიმართულებით, მაგრამ ოჯახის ექიმებზე  მომართვიანობამ და შესაბამისად, მათ მიერ გაწეულმა შრომამ იმატა - ანაზღაურება კი ძალიან დაბალია. ალბათ ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ, ეს არის რეალობა.


- რამდენად მიუწვდებათ თქვენს პაციენტებს ფინანსურად ხელი მედიკამენტებზე და გიწევთ თუ არა დანიშნულების მიცემის დროს არჩევანის შეჩერება იაფ და  შეძლებისდაგვარად, ეფექტიან ჯენერიკებზე?

 

 



- ჯენერიკების შესახებ ბოლო დროს გააქტიურდა საინფორმაციო კამპანია, თუმცა, ამაში ახალი არაფერი არის. ადრეც ვუნიშნავდით მათ პაციენტებს და ახლაც. მაგალითად, ინდური ჯენერიკებიდან ომეპრაზოლი უდავოდ ეფექტიანია და ზუსტად ვიცი, რა შედეგს მომცემს, ამიტომ ვუნიშნავ საჭიროების მიხედვით ჩემს პაციენტებს. ზოგადად, ცალსახად რომელიმე ქვეყნის წარმოებულ მედიკამენტებზე ცუდის თქმა არ მიმაჩნია სწორად. ინდოეთს აქვს  გაცივების სამკურნალო ეფექტიანი საშუალებებიც, რომლებიც არცთუ ისე ძვირია.



- ბოლო დროს ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩნდა ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია", როგორ შეაფასებდით ფაქტს?

 

 

- ამ კომპანიის შესახებ სატელევიზიო სიუჟეტებიდან და საინფორმაციო გადაცემებიდან შევიტყვე რამდენიმე დღის წინ. მთავარი მაინც წამლების ხარისხია და ალბათ, უახლოეს მომავალში გამოჩნდება კიდეც, რამდენად კარგი ხარისხის წამლებს გვთავაზობს აღნიშნული კომპანია. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში წამლის ხარისხის კონტროლი არ არის სათანადოდ მაღალ დონეზე და ეს უფრო მიმაჩნია პრობლემად. ამიტომ აუცილებელია,  სახელმწიფომ ამ მიმართულებით იზრუნოს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016