reportiori.ge - გიორგი მარგველაშვილი: თავისუფალი მედია ხელშეუხებელია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:47
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: თავისუფალი მედია ხელშეუხებელია
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 15:48


საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის  დემოკრატიული განვითარების გზაზე თავისუფალი მედიის მნიშვნელოვან როლზეც გაამახვილა ყურადღება. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს,  რომ სრულფასოვანი პოლიტიკური ცხოვრების, განსაკუთრებით ჯანსაღი საარჩევნო პროცესის გარანტი არის მედია.


„ჩვენი ვალია, უზრუნველვყოთ და დავიცვათ სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება. თავისუფალი მედია ხელშეუხებელია",-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ  საქართველოში დღეს არსებობს მედიამრავალფეროვნება და ეს ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომელსაც მუდმივი დაცვა და გაძლიერება სჭირდება და  ეს პროცესი კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.


საქართველოს პრეზიდენტი საჯარო ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებს უარი თქვან კონკრეტული მედიის სარედაქციო პოლიტიკის განსჯაზე :

 

„მედიის დამოუკიდებლობის გაძლიერებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია პოლიტიკური ეთიკის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, რაც გულისხმობს საჯარო ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსთა მხრიდან კონკრეტული მედიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასებასა და განსჯაზე უარის თქმას.  ასეთი თვითშეზღუდვა ევროპული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების საფუძველსაც წარმოადგენს", - აცხადებს ქვეყნის პირველი პირი.


საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობაზე და გაიხსენა, რომ  გასული წლის განმავლობაში არაერთი პირის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მხრიდან, გავრცელდა ინფორმაცია მათ მიმართ უკანონო თვალთვალის და პირადი ცხოვრების კადრებით ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შესახებ. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად ჯერ კიდევ გადასადგმელია როგორც პრაქტიკული, ასევე სისტემური ნაბიჯები, რომელიც გარკვეულწილად პრეზიდენტის  ვეტოში იყო წარმოდგენილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016