reportiori.ge - ვახტანგ ძაბირაძე: საქართველოში აღმოჩენილი გაზის მარაგი აზერბაიჯანთან პრობლემებს არ შექმნის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:46
საზოგადოება
ვახტანგ ძაბირაძე: საქართველოში აღმოჩენილი გაზის მარაგი აზერბაიჯანთან პრობლემებს არ შექმნის
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 16:03


პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ატლანტიკური საბჭოს ანგარიშს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგია აღმოჩენილი, და აცხადებს, რომ მარაგის არსებობის დადასტურების შემთხვევაში, საქართველოში გაზის პრობლემა ძალიან დიდი ხნით გადაწყდება. ამის შესახებ ძაბირაძე „რეპორტიორს" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ სავარაუდოდ, საქართველო არსებულ მარაგს შიდა მოხმარებისთვის გამოიყენებს და ამით „ის თანხა გამოთავისუფლდება, რაც დღეს გაზის ყიდვაში იხარჯება".


„ეს მარაგი აზერბაიჯანთან პრობლემებს არ შექმნის, რადგან სავარაუდოდ, ამ მარაგს ქვეყანა შიდა მოხმარებისთვის გამოიყენს. თუკი ეს მარაგი არსებობს რეალურად და მისი ამოღება მოხერხდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში გაზის პრობლემა ძალიან დიდი ხნით გადაწყდება.

 

ვფიქრობ, რომ ამ მარაგის გამოყენება შიდა მოხმარებაზე უნდა იყოს გათვლილი. ეს უფრო მომგებიანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. თუკი ეს საკითხი დროულად გადაიჭრება, შემდეგ შესაძლოა ვისაუბროთ გაზის საცავის აშენებაზე საქართველოში, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ისედაც გვექნება მარაგი, რათა ჩვენი ქვეყანა ბუნებრივი აირით მოვამარაგოთ. ასეთ ვარიანტში ჩვენს ეკონომიკას ეს დადებითად წაადგება, რადგან ის თანხა გამოთავისუფლდება, რომლითაც დღეს გაზს ვყიდულობთ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016