reportiori.ge - მაკა ასათიანი „მაესტროში“ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:11
საზოგადოება
მაკა ასათიანი „მაესტროში“ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 16:13


ტელეკომპანია „მაესტროს" 25%-ის მფლობელი მაკა ასათიანი მაესტროში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.



მიუხედავად უდიდესი გულისტკივილისა, დაუმსახურებელი შეფასებებისა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, არ მსურს, რომ რაიმე ფორმით ვისაუბრო უგნურ ბრალდებებზე და ტყუილებზე, რომელიც მე უზარმაზარ შეურაცხყოფას მაყენებს. არ მინდა გადავღალოთ საზოგადოება ვითომდა პარტნიორთა შორის არსებული დაპირისპირებით. მიმაჩნია, რომ ასე განვითარებული მოვლენები შესაძლოა ემსახურებოდესმაესტრო" იმიჯის შელახვის უგნურ მცდელობას, რაშიც არ ვაპირებ არანაირი ფორმით მონაწილეობის მიღებას. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით სასამართლოში უკვე მიმდინარეობს განხილვები. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები უკეთ მოჰფენს ნათელს ჩემს დადებით თუ უარყოფით როლს ტელეკომპანიის განვითარებაში. რა ფორმითაც არ უნდა გაგრძელდეს ბრალდებები და შეურაცხყოფა ჩემს მიმართ, ისევ და ისევ ტელეკომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ჩავერთვები პოლემიკაში, არ ვაპირებ არც თავის მართლებას და არც ვინმეზე შეტევას. შესაბამის საჯარო კომენტარებს მხოლოდ სასამართლოს შეფასებების შემდეგ გავაკეთებ", - ნათქვამია მაკა ასათიანის განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016