reportiori.ge - გიორგი მარგველაშვილი: განსაკუთრებით უნდა გავაქტიურდეთ და კონცენტრაცია გავაკეთოთ სოციალურ დახმარებაზე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:57
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: განსაკუთრებით უნდა გავაქტიურდეთ და კონცენტრაცია გავაკეთოთ სოციალურ დახმარებაზე!
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 20:47



საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით პარლამენტის წევრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური პროექტებია, რაც მისთვის მისასალმებელი და სასიხარულოა.


ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ განაცხადა, როდესაც მან დეპუტატებს მიმართა.


მისასალმებელია, რომ თქვენ ყველა იზიარებთ ამ პოზიციას, რომ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით უნდა გავაქტიურდეთ და კონცენტრაცია გავაკეთოთ სოციალურ დახმარებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, სოციალურ პროექტებზე. გასაგებია, რომ აქ  ერთმანეთის კრიტიკა მიმდინარეობს, მაგრამ  ღირებულებით ნაწილში ჩემთვის ძალიან სასიამოვანოა, რომ ჩვენ ყველა ამ საკითხის ირგვლივ ვერთიანდებით", - აღნიშნა მარგველაშვილმა.



ქვეყნის პირველი პირი მიესალმა იმას, რომ საქართველოს გეოპოლიტიკურ როლთან დაკავშირებით ერთიანი ხედვაა.

ყოველ შემთხვევაში მძაფრი კრიტიკა ამასთან დაკავშირებით არ მომისმენია. ერთიანი ხედვა იმ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის, რომელსაც საქართველო თამაშობს რეგიონში, ეს ფუნქცია, როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანწილად შედგა, მაგრამ ამ ფუნქციას გააჩნია კიდევ უფრო განვრცობილი შესაძლებლობები, რომელიც ძირითადში აღმოსავლეთ-დასავლეთის ვექტორს უკავშირდება. მიხარია, რომ ჩვენ ამას ერთად ვხედავთ. მინდა მადლობა ვუთხრა, ბატონ გუბაზის აქცენტირებას იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ვექტორებიც შესაძლებელია ამ მიმართულებით", - განაცხადა მარგველაშვილმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016