reportiori.ge - გიორგი მარგველაშვილის შემაჯამებელი გამოსვლა პარლამენტში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:51
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილის შემაჯამებელი გამოსვლა პარლამენტში
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 23:28



საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენების დასრულების შემდეგ, საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეებმა პრეზიდენტის მოხსენება შეაფასეს და ქვეყნის საგარეო და საშინაო გამოწვევებთან დაკავშირებით ქვეყნის სახელმწიფო მეთაურს  კითხვებით მიმართეს.


საპარლამენტო ფრაქციათა თავმჯდომარეების გამოსვლების შემდგომ ქვეყნის პირველმა პირმა დეპუტატებს და დამსწრე საზოგადოებას შემაჯამებელი სიტყვით მიმართა.


საქართველოს პრეზიდენტმა ძირითადად იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებზეც დეპუტატებს მისი ხედვებისაგან განსხვავებული პოზიციები არ ჰქონიათ და გიორგი მარგველაშვილმა მისი საპარლამენტო გამოსვლის ასეთ საკითხებს - თანხმობის საკითხები უწოდა.


მე აღვნიშნე, რომ სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა არის ჩვენი არა კონკრეტული პოლიტიკური მემარჯვენე, მემარცხენე, ამა თუ იმ პოზიციის მქონე პოლიტიკური ძალის ვალდებულება, არამედ კონსტიტუციური ვალდებულება, რომელიც დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში, რომ ჩვენ ვაშენებთ სოციალურ სახელმწიფოს. ეს არის განსაკუთრებით აქტუალური დღეს ჩემთვის.

 

განსაკუთრებით აქტუალურია, გამომდინარე იქიდან, რომ მართლაც ჩვენი რეგიონი სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას.

 

ასეთი იყო 2015 წელი და 2016 წელს, ასევე ჩვენ ვიცით, რომ განვითარებადი ბაზრებიდან სავარაუდოდ იქნება კაპიტალის გადინება. ასევე ვიცით, რომ იქნება სერიოზული კონკურენცია პირდაპირი ინვესტიციების მიმართულებით და აქედან გამომდინარე, რომ ამ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია, შესაძლებლობების გამოყენება და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, ამავდროულად უმნიშვნელოვანესია გავუფრთხილდეთ ჩვენს მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ იმ ჯგუფებს, რომლებსაც განსაკუთრებით სერიოზული დარტყმა მიაყენა, თუნდაც ლარის დევალვაციამ, თუნდაც სირთულეებმა ეკონომიკაში - ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებამ, თუნდაც 5%-იდან 3%-მდე. მათი დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა.

 

ასევე მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა სულ 9%-ია ჩვენი შიდა პროდუქტის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აქცენტების შენარჩუნება იმიტომ, რომ ეს არის დარგი, სადაც ადამიანები დასაქმებულები არიან და მათ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი შრომით მოიპოვონ სარჩო-საბადებელი.

 

მისასალმებელია, რომ თქვენ ყველა იზიარებთ ამ პოზიციას, რომ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით უნდა გაავაქტიურდეთ და კონცენტრაცია გავაკეთოთ დახმარებაზე - სოციალურ პროექტებზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


გიორგი მარგველაშვილი  მიესალმება იმ საკითხს, რომ დეპუტატებს კრიტიკული შენიშვნა არ გამოუთქვამთ პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს.


გასაგებია, რომ აქ მიმდინარეობს ერთმანეთის კრიტიკა, მაგრამ ღირებულებით ნაწილში ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ყველა ვერთიანდებით ამ საკითხის ირგვლივ.

 

სასამართლო სისტემა სავალდებულო რეფორმის ობიექტი უნდა გახდეს. საკითხი იმის თაობაზე რომ საქართველომ უნდა მისცეს ისეთი რეფორმები ქართულ საზოგადოებას, რომ მათ ჰქონდეთ მაქსიმალური ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ.

 

საკითხი დაკავშირებული იმასთან, რომ ეს რეფორმები არა მარტო ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაა, არამედ რეალურად ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობის, ჩვენი განვითარების და ევროპული არჩევანის პირობაა.

 

მიხარია, რომ ამასთან დაკავშირებითაც იგივე ემოცია გამოითქვა.

 

ამ მიმართულებით რეფორმები გასატარებელი და გასაღრმავებელია, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ სასამართლოში სამართალს იპოვიან.

 

მე კიდევ ერთხელ მივესალმები იმ ემოციურ თანხმობას, რომ ამ მიმართულებით აუცილებლად გადასადგმელია ნაბიჯები, არა მარტო ინდივიდების უფლებებიდან, არამედ ქვეყნის სტაბილურობიდან გამომდინარე",- აღნიშნა პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს „თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივას საარჩევნო საკითხებზე თანხმობის ერთიანი დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ  მზადაა პირადად ჩაერთოს ამ პროცესში.


მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა თანხმობის ემოციას, რომ 2016 წლის არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო. მე აღვნიშნე, რომ 2012 წლიდან თვისობრივად შეიცვალა და უკეთესი გახდა საარჩევნო გარემო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ევროპულ სტანდარტებს უნდა მივაღწიოთ ამ მიმართულებით. მე მესმის ის კრიტიკული გამონათქვამები, რომლებიც რიგ საკითხებთან მიმართებაში ისმის. მაგრამ მინდა შევუერთდეთავისუფალი დემოკრატების" მიერ შემოთავაზებულ წინადადებას და თანხმობის ერთიანი დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებით თუ კიდევ ერთხელ იქნება პარტიული მზაობა ყველა მიმართულებით, როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის მხრიდან, საპრეზიდენტო ინსტიტუტი და პირადად ჩემი ჩართულობა, უზრუნველვყო ამ პროცესის ფორმატის შექმნისათვის.

 

ასეთი თანხმობის დოკუმენტი, რომელშიც ყველა გავერთიანდებით, ჩემი აზრით, იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და ძალიან კარგი გზავნილი, როგორც ქვეყნის შიგნით, რაც ჩვენი მთავარი საზრუნავია, ისე ჩვენს პარტნიორებთან ქვეყნის გარეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


პრეზიდენტი ასევე მიესალმება დეპუტატების თანხმობას  თვითმმართველობის გაღრმავებასთან დაკავშირებით.


რეალურად თვითმმართველობის რეფორმის გაღრმავება არის გარანტი იმისა, რომ დემოკრატია იმუშავებს ყველა დონეზე და მეტიც, გარკვეული თვალსაზრისით პარლამენტის მუშაობა კიდევ უფრო ეფექტური იქნება, რადგან ბევრი საკითხი ჩამოშორდება პარლამენტს ასევე ჩამოშორდება აღმასრულებელი ხელისუფლების ვალდებულებებს და გადავა თვითმმართველობის დონეზე. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები მისასალმებელია", -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა კვოტების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტში მხარდაჭერას მოიპოვებს და მომავალში გენდერულად უფრო დაბალანსებული საკანონმდებლო ორგანო გვექნება.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016