reportiori.ge - „ბატონო გოგი, მოგმართავთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი“- მიმართვა გოგი თოფაძეს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:15
საზოგადოება
„ბატონო გოგი, მოგმართავთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი“- მიმართვა გოგი თოფაძეს...
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 23:29



დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, ლია ტაბატაძე გოგი თოფაძეს განცხადებით მიმართავს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც უერთდება:

 

"ბატონო გოგი, მოგმართავთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, რომლის უკან კიდევ ასობით მშობელი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და ჩვენი უამრავი მხარდამჭერი მოქალაქე დგას.

 

აქამდეც არაერთ საჯარო პირს დაუშვია მსგავსი შეცდომა, როდესაც სიტყვადაუნი" დამაკნინებელ კონტექსტში გამოუყენებია. აქამდეც არაერთხელ გამართულა ფართე მსჯელობა ამ თემაზე. თანამედროვე სამყაროში დაინტერესებული და შეგნებული ადამიანისთვის ინფორმაცია ადვილად მისაწვდომია იმის შესახებ, რომ ყოველ რვაას ბავშვში ერთი დაუნის სინდრომით იბადება. საზოგადოების განვითარებულობის ნიშანი ადამიანთა მრავალფეროვნების აღიარება და პატივისცემაა, ამის გაცნობიერება და გათვალისწინება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მარტივი ლოგიკურ-მათემატიკური უნარ-ჩვევის გამოყენება გჭირდებათ იმისათვის, რომ გააცნობიეროთ, თქვენ, პოლიტიკოსმა, ხელისუფლების წარმომადგენელმა, რა რაოდენობის მოქალაქეს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს - თქვენს ამომრჩეველს, მიაყენეთ შეურაცხყოფა. თუმცა, უნდა გესმოდეთ, რომ ერთი რიგითი ადამიანის ღირსების შელახვაზეც კი მოგეთხოვებათ პასუხი.

 

მოგიწოდებთ, გაეცნოთ ინფორმაციას დაუნის სინდრომის შესახებ. იქნებ აღმოაჩინოთ, რომ სწორედ თქვენი მსგავსი მიდგომები და გამონათქვამები არის ქართველი ხალხისათვის შეურაცხმყოფელი და როგორც თავად იტყოდით, „მოსახლეობის სამწუხარო შეფასება".

 

მოვითხოვთ, მოგვიხადოთ საჯარო ბოდიში საქართველოს მოქალაქეებს იმავე ტრიბუნიდან, საიდანაც შეურაცხყოფა მოგვაყენეთ.

 

მოგიწოდებთ პოლიტიკურ მოღვაწეებს, საჯარო პირებს, გააცნობიეროთ თქვენი როლი, თქვენ ხელთ არსებული ბერკეტები, უფლება-მოვალეობები, რასაც საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა გაკისრებთ სხვადასხვა დაუცველი ჯგუფებისათვის პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად", - წერია განცხადებაში, რომელსაც უერთდებიან შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების კავშირიჩვენი ბავშები"; შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციების ქსელიმოძრაობა ცვლილებებისთვის"; შშმ პირთა ორგანიზაციახელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" (AEE); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). "მზის შვილები", "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" და "საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია".


დღეს ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარემ, გოგი თოფაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა.


თქვენ ხართ პირველი პირი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, ყველა ბგერა ანალიზდება. მინდა, მოგახსენოთ თქვენ თქვენი გამონათქვამები, ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ, არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ, საქართველოსი", - თქვა გოგი თოფაძემ.



წყარო: liberali


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016