reportiori.ge - „პრემიერ- მინისტრის მასტერ-კლასი“ -ზვიად კირტავა საგაზაფხულო სესიის გახსნას აფასებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:29
საზოგადოება
„პრემიერ- მინისტრის მასტერ-კლასი“ -ზვიად კირტავა საგაზაფხულო სესიის გახსნას აფასებს
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 23:53



„პრემიერ-მინისტრის მასტერ-კლასი" - ასე აფასებს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის პლენარულ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილის დასწრებას  ანალიტიკოსი ზვიად კირტავა.

კირტავას თქმით, როგორც გიორგი მარგველაშვილისთვის, ასევე საპარლამენტო უმცირესობისთვის მოულოდნელი და დამაბნეველი იყო სხდომის ასეთი მიმდინარეობა. ანალიტიკოსმა საკუთარი მოსაზრების შესახებ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.


 

„პრემიერ-მინისტრის მასტერ-კლასი!

 დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის პლენარულ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა ერთ საათზე მეტხანს დარბაზში ხმაამოუღებლად ჯდომით მთელი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის უმრავლესობაც, უმცირესობაც, და დიპლომატიური კორპუსიც, ვფიქრობ, ჩვეული კალაპოტიდან ამოაგდო!

 

ალბათ, პრეზიდენტი მარგველაშვილისთვისაც, გარკვეულწილად მოულოდნელი იყო სხდომის ასეთი მიმდინარეობა. ხოლო უმცირესობისათვის კი სრულიად დამაბნეველი ჩანს ჩვეული კონფრონტაციული დაპირსპირების რეჟიმიდან ამოვარდნა. თითქოს-და უნდა გახარებოდათ, არადა, აშკარაა, რომ საკმაოდ შეშფოთებულები არიან, რადგან ადრე ყოველთვის ამ კონფრონტაციულ მინდორზე ნავარდით იოლად იწერდნენ „დაჩაგრული და შევიწროებული ოპოზიციისთვის" განკუთვნილ ქულებს და ახლა აღარ იციან, რა მოიმოქმედონ, ლამისაა „პად-დავკის" თამაში ინატრონ, მაგრამ რომ აღარ გამოსდით?!

 

მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როცა ვინც წყნარად და მშვიდად არის, აუღელვებლად აგროვებს ქულებს!" - განაცხადა ზვიად კირავამ.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016