reportiori.ge - გიგლა ბარამიძე: ეს იყო ინტელექტთან ნაზიარევი კაცის, მაგრამ რეალობას მოწყვეტილი ადამიანის გამოსვლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:53
პოლიტიკა
გიგლა ბარამიძე: ეს იყო ინტელექტთან ნაზიარევი კაცის, მაგრამ რეალობას მოწყვეტილი ადამიანის გამოსვლა
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 00:24



„დემოკრატიული მოძრაობის"პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას აფასებს და აღნიშნავს, რომ გამოსვლის ერთადერთი დადებითი შტრიხი მთავრობის წარმომადგენლების პარლამენტში გამოცხადება და პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე მათი დასწრება იყო.


„ჩვენ განსაკუთრებული მოლოდინები, რა თქმა უნდა, არ გვქონია დღევანდელი მრავალსაათიანი გამოსვლისა. ერთადერთი დადებითი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენი უმოქმედო და უუნარო ხელისუფლება, წარმოდგენილ იქნა პარლამენტში და პრეზიდენტის გამოსვლას ესწრებოდა. ისე თუ რეზიუმირებაა საჭირო, ვიტყვით ერთი წინადადებით - ეს იყო ინტელექტთან ნაზიარევი კაცის, მაგრამ რეალობას მოწყვეტილი ადამიანის გამოსვლა ყველაფერზე და არაფერზე. ყველაფერზე იმიტომ, რომ თემატიკა იყო ჩამოთვლილი, ხოლო არაფერზე იმიტომ, რომ დაკონკრეტება არ იყო, აკლდა სიმკვეთრე, აკლდა სიმკაცრე, აკლდა ინიციატივები, აკლდა მაგალითები - ეს ჩამონათვალი ეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელიც თვითდინებით მიდის უკვე 4 წელია და ხალხი შიმშილობის ზღვარზეა. ეს არ შეიძლებოდა აღნიშნული არ ყოფილიყო და პერიოდულად შთაბეჭდილება გვრჩებოდა, რომ საუბრობდა არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ რომელიმე დასავლეთ ევროპის ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც იმ უმძიმეს სოცოიალურ ფონს ვერ გრძნობს, რაც საქართველოშია და, სამწუხაროდ, არ მიუთითებდა იქ წამოსკუპებულ მთავრობის წევრებს, რომლებიც თითს თითზე არ ადებენ, რომ გააუმჯობესონ მდგომარეობა საქართველოში", - აღნიშნა ბარამიძემ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016