reportiori.ge - გიორგი ვოლსკი: ადგილობრივი ხელისუფლებები ჯერ სათანადოდ არ მომძლავრებულა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:45
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ადგილობრივი ხელისუფლებები ჯერ სათანადოდ არ მომძლავრებულა...
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 00:43


„პრეზიდენტმა, პირველ რიგში, ეროვნული თანხმობის საკითხებზე უნდა იფიქროს და არარომელიმე კონკრეტული ძალის მხარდაჭერაზე,"- განაცხადა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართუი ოცნების" თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ.



პრეზიდენტმა ერთი კონკრეტული პარტიის მიერ ინიცირებული დოკუმენტის შედგენასა და ხელმოწერაში მონაწილეობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს. ეს მას უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს, რადგან მეორე მხარეს ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ვითარებას სხვაგვარად აფასებს. როცა ადგილობრივი ხელისუფლებები ჯერ სათანადოდ არ მომძლავრებულა, ხოლო გამარჯვებისთვის ბრძოლა პროგრამების მიხედვით არ მიდის, პარლამენტის მხოლოდ პარტიული სიით დაკომპლექტებას მხარს ვერ დავუჭერთ. უახლოეს პერიოდში, საზოგადოება პოლიტიკურ პარტიებს სწორედ პროგრამების მიხედვით შეაფასებს და არა კონკრეტული პიროვნებების მიხედვით",-აღნიშნა ვოლსკიმ.



ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით კი, ვოლსკის აზრით, პრეზიდენტის მხრიდან უსაფუძვლო და არაჯანსაღი აჟიოტაჟი შეიქმნა.


წარმოიდგინეთ, მოსმენების საშუალება 100-ზე მეტ პროვაიდერს რომ არაპროფილურად მივცეთ, რომელიც შემდეგ, დაძაბულ საერთაშორისო გარემოში, უსაფრთხოების სპეციალურმა სამსახურმა უნდა აკონტროლოს. ისედაც, ეს ყველაფერი განსაკუთრებულ ტექნიკურ აღჭურვასა და უზარმაზარ თანხებს მოითხოვს, რაც ბიზნესს დააზიანებს. პირადი მონაცემების დაცვის მძლავრი ინსტიტუტის შექმნაში ის გარანტიები, რასაც სახელმწიფო იღებს, ოპტიმალური გამოსავალია",-განაცხადა  ვოლსკიმ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016