reportiori.ge - სანდრო ბრეგაძე: მე თავად გახლავართ ე.წ. „სხვანაირი“ ბავშვის მშობელი და ვხვდები, თუ რა განიცადეს მშობლებმა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:32
საზოგადოება
სანდრო ბრეგაძე: მე თავად გახლავართ ე.წ. „სხვანაირი“ ბავშვის მშობელი და ვხვდები, თუ რა განიცადეს მშობლებმა!
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 02:05


დიასპორის საკითხებში სახლმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე პარლამენტში გამოსვლისას გოგი თოფაძის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ თოფაძის განცხადება მართლაც შეურაცხმყოფელია, ისევე, როგორც გიორგი მარგველაშვილის 2001 წელს გამოქვეყნებული ნააზრევი.


„პატივცემულო მეგობრებო!!! არასოდეს მითქვამს, მაგრამ მე თავად გახლავართ .. „სხვანაირი" ბავშვის მშობელი და ალბათ ყველაზე მეტად მე ვხვდები თუ რა განიცადეს დღეს ბავშვების მშობლებმა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნიდან მოისმინეს ის რისი გამეორებაც კი მიჭირს.

დიახ!!! ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დიდისა თუ ბავშვის ფიზიკურ ნაკლს (ამ შემთხვევაში დაუნის სინდრომით დაავადებულ უსაყვარლეს ადამიანებს) შეეხება, ჩემთვის რბილად რომ ვთქვათ,  კატეგორიულად მიუღებელია. ჩემთვის გასაგები, მისაღებია საზოგადოებრივი პროტესტიც. თუმცა ეტყობა ბევრმა არ იცის, რომ დებილიზმი ისეთივე დაავადებაა, როგორც სხვა ფსიქიკური დაავადებები, (დებილიზმი ოლიგოფრენიის შედარებით მსუბუქი ფორმაა,) ამიტომ ვსვამ კითხვას დასაგმობია, გასაკიცხია ( აღარ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო კიდევ ) ის ვინც დაუნის სინდრომს შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებს, მაგრამ ამ ფრაზის ავტორი თქვენის აზრით რას იმსახურებს?- "ქართველი ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება... მაგრამ, რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო;

 

დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით"-.მარგველაშვილი.

 

P.S.ყველას ვთხოვ,  ნუ ვიქნებით ცალმხრივები და თუ პასუხი მოსათხოვია მაშინ ყველას მოვთხოვოთ ვინც ამას იმსახურებს და არა ამორჩევით. დიახ!!! ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ესეთ განცხადებებს აკეთებს, ისევე არაა ჩემი პრეზიდენტი, როგორც ის პარლამენტარი, რომელიც ჩემი შვილის მსგავს ბავშვებს აუგად მოიხსენიებს."- წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში.



„თქვენი ყველა წინადადადება, სიტყვა, ბგერა ანალიზდება. მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე - თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას. მაშინ, ალბათ, არც საქართველოს პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ", - ამ სიტყვებით მიმართა გოგი თოფაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016