ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი აქცია „ჩავყაროთ ნაგავი"-ს ფარგლებში აგრძელებს ქუჩაში ფოტოების გადაღებას და ამჯერად 27 წლის ნადია სოკოლოვას გვაცნობს:
„გაიცანით 27 წლის ნადია სოკოლოვა, რომელიც დღეს გადავიღე.
ოქტომბერში 6 წელი გახდა, რაც ახალციხის დასუფთავების სამსახურში გარდაცვლილი დედის ადგილი დაიკავა. ამის გამო, მძლეოსნობას თავი დაანება.
გვის 9 აპრილის ქუჩასა და მიმდებარე უბნებს. 2 წელია, ქმარი გაზით გარდაეცვალა, მაგრამ ამის მიუხედავად, სულიერად არ დაცემულა და პატიოსან შრომას განაგრძობს.
ერთი სურვილი აქვს, იქნებ ნაგავი ძირს არ დაყაროთ, განსაკუთრებით კი პოლიეთილენიო.
მისი თხოვნის შესრულება ადვილია. მოვინდომოთ, გარემო არ დავანაგვიანოთ.
მადლობა ახალციხის საინფორმაციო პორტალს „სამხრეთის კარიბჭეს", რომლის სტატიის მეშვეობითაც ნადიას არსებობა გავიგე.
აქცია „ჩავყაროთ ნაგავი" გრძელდება", - წერს გოგა ჩანადირი.