reportiori.ge - სწავლის საფასურის 100 %-იანი დაფინასების შანსი - „ალმა მატერმა“ სკოლის მოსწავლეებისთვის მედიაციის პროექტი დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:21
საზოგადოება
სწავლის საფასურის 100 %-იანი დაფინასების შანსი - „ალმა მატერმა“ სკოლის მოსწავლეებისთვის მედიაციის პროექტი დაიწყო
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 10:42


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა„ალმა მატერმა" მედიაციის პროექტი დაიწყო, რომელშიც 50 სკოლის 100-მდე მოსწავლე მონაწილეობს.


პროექტის პრეზენტაცია უნივერსიტეტის ახალაშენებულ კამპუსში გაიმართა, რომელიც  თანამედროვე მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. პროექტის მონაწილეებს რექტორმა მამუკა თავხელიძემ მიმართა.


კონკურსი 1 თებერვალს დაიწყო და ხუთ დღეს გასტანს. ამ პერიოდში მოსწავლეები ტრენინგებს გაივლიან, გაეცნობიან მედიაციის პროცესის სპეციფიკას, მიიღებენ სიტუაციურ ამოცანებს, რის შემდეგაც ჩატარდება მედიაციის ტურები.


კონკურსში გამარჯვებული გუნდის წევრები მიიღებენ საუნივერსიტეტო გრანტის სრულ პაკეტს, რაც გულისხმობს მათი სწავლის 100% -იან დაფინანსებას. მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრებისთვის სწავლის საფასური განისაზღვრება 2250 ლარით. გარდა ამისა, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ორივე გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ევროპულ სასწავლო ტურში, რომელიც სრულად დაფინანსდება საუნივერსიტეტო გრანტით. პროექტში მონაწილე დანარჩენი წევრები მიიღებენ სერტიფიკატებს და 5%-იანი ფასდაკლების ვაუჩერს.



წყარო: sazogadoeba.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016