reportiori.ge - ცოტნე გამსახურდია: იქნებ სიტყვით ან საქმით შევძლო ვინმეს დახმარება - აი, ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ ვრჩები ამ სივრცეში...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:32
საზოგადოება
ცოტნე გამსახურდია: იქნებ სიტყვით ან საქმით შევძლო ვინმეს დახმარება - აი, ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ ვრჩები ამ სივრცეში...
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 11:00


„იქნებ სიტყვით ან საქმით ხანდახან შევძლო ვინმეს დახმარება - აი, ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ ვრჩები ამ სივრცეში... საერთოდ, ძალიან განცალკევებული და უბრალო წესით მიყვარს ცხოვრება", - ამის შესახებ ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია საკუთარ „facebook"-გვერდზე წერს და ვერის სასაფლაოზე გადამხდარ ამბავს იხსენებს:

 

„გული მეთანაღრება, რომ არ მაქვს საიმისო ნიჭი და ძალა, როგორიც კაცობრიობის დიდ მასწავლებლებს, რომ ადამიანური ტვირთის, უბედურების შემსუბუქება და განკურნება შემეძლოს... ამას რაღაც სხვა სჭირდება. ასე გვასწავლის ყველა რელიგიური, ფილოსოფიური თუ პოლიტიკური ტრადიცია. მძიმეა, როცა ხვდები სიტუაციას და მაინც არაფრით შეგიძლია შველა, თუნდაც ყველაფერი გაიღო იმ წამს...

 

დღეს, გვიან, წვიმიან საღამოს მთაწმინდაზე ვსეირნობდი. ვერის სასაფლაოზე მიმიყვანეს ფეხებმა. საერთოდ, მიყვარს ღამით სასაფლაოზე სეირნობა: საოცარი სიმშვიდეა ხოლმე იქ... და თუ შენს გონებაშიც სიწყნარე სუფევს, არც მოჩვენებები არიან. შინაგანის და გარეგანის შეხვედრის ადგილია გარკვეულწილად, და ჩვენი უცილობელი ბოლო.

 

სასაფლაოს სიღრმიდან, სიბნელიდან კვნესის, გმინვის ხმა მომესმა... დავაკვირდი. მალე თავშალიანი, თავდახრილი ქალი გამოვიდა. შორიახლოდან დავუძახე: ქალბატონო, რამე ხომ არ გიჭირთ? მიჭირს, როგორ არ მიჭირს, შვილს აქ ვტოვებ და მე სახლში მივდივარო, - თბილი, საწყალი ხმით მითხრა ატირებულმა. მიწა გამსკდომოდა, ის მერჩივნა ამის გაგონებას...

 

ახლოს მივედი. თქვენ რა გქვიათო, მეკითხება. რა მნიშვნელობა აქვს-მეთქი... განა ცოტნე არ ხარო? თბილისის ერთ-ერთი ცნობილი ოჯახიდან აღმოჩნდა. აბა, რა უნდა მეთქვა... ბანალური „არავის აგვცდება სიკვდილი" წავიბუტბუტე, ყველას ეს გველოდება-თქო. ვიცი, უბრალოდ ძალიან მენატრება, ორი წელია აქ მყავსო. თურმე ახალი ჭრილობაც არ ყოფილა... შუახნის ქალი იყო, ჩანს, შვილი ახალგაზრდა ბიჭი უნდა ყოფილიყო, არაბუნებრივი სიკვდილის მსხვერპლი. რით დაგეხმაროთ, გნებავთ, გაგაცილებთ-მეთქი. არაო, და დამემშვიდობა. გეფიცებით, ოღონდ ტანჯვა შემსუბუქებოდა, სიამოვნებით დავწვებოდი იქ, იმ წუთას, მისი შვილის ადგილას, თუნდაც იმიტომ, რომ მე არავინ მიტირებდა ასე ორი წლის მერე... ჩემდა საბედნიეროდ.

 

ნეტავ ვფიქრობდეთ ქალის ცრემლებზე, სანამ ვინმეს ვუსურვებდეთ სიკვდილს. დაე, არავის ეგულებოდეს შვილები გვიან წვიმიან ღამით, სასაფლაოზე..." - წერს გამსახურდია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016