„მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამ თანხის შეგროვებაში. დარწმუნებული იყავით, რომ ის ყველაზე გაჭირვებულთ და უმწეოთ მოხმარდება", - ამის შესახებ ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს და იმ ოჯახების ვინაობას ასახელებს, ვისაც შეგროვილი თანხით დაეხმარა.
„მოკლედ, მეგობრებო, ჩვენი შეგროვილი თანხიდან 1000 ლარით ქუთაისში ჯამაძეების ხუთშვილიან ოჯახს გავურემონტეთ საცხოვრებელი - დავუყენეთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები. განსაკუთრებული მადლობა გოგი ხაზარაძეს ადგილზე ორგანიზებისათვის.
გარდა ამისა შშმ ბავშვების - ლუკა ლომიძისა და მ. ალადაშვილის მშობლებს გადავეცი პირადად 150-150 ლარი. ხუთშვილიანი ოჯახის დედას ეკა გულიშვილს - 150 ლარი. ჩვენს გაჭირვებულ, მძიმე ავადმყოფ ფეისბუქ-მეგობარს, ზ.კ.-ს - 100 ლარი.
და ამჟამად დაახლოებით 410 დოლარი მაქვს დარჩენილი... მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამ თანხის შეგროვებაში. დარწმუნებული იყავით, რომ ის ყველაზე გაჭირვებულთ და უმწეოთ მოხმარდება.
GE11LB0711160921635000
ბანკის კოდი: LBRTGE 22
მიმღები: Tsotne Gamsakhurdia", - წერს გამსახურდია.