reportiori.ge - მამუკა არეშიძე: თუ ეს სიმართლეა, გაუგებარია, რატომ არ არის ხელისუფლება საქმის კურსში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:57
პოლიტიკა
მამუკა არეშიძე: თუ ეს სიმართლეა, გაუგებარია, რატომ არ არის ხელისუფლება საქმის კურსში
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 12:12


ატლანტიკურმა საბჭომ წარმოადგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს. ატლანტიკური საბჭოს ანგარიში  კომპანია „Frontera Resources" ინფორმაციას ეყრდნობა. ამ თემაზე „რეპორტიორს"  კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა. არეშიძის განცხადებით, ამ თემაზე ენერგეტიკოსებს ესაუბრა და არავითარი დამადასტურებელი ცნობა არ არსებობს იმის შესახებ, რომ საქართველოში გაზის ასეთი ოდენობის მარაგი ნამდვილად არსებობს.

 

„ამ თემაზე საუბარი მქონდა ენერგეტიკოსებთან და მითხრეს, რომ არავითარი დამადასტურებელი ცნობა არ არსებობს იმის თაობაზე, რომ საქართველოში ასეთი რაოდენობის ბუნებრივი აირი  არსებობს. მაქსიმუმი რაც არის, ესაა მილიარდ ცხრაასი ათასი კუბმეტრი, ეს არის ნინოწმინდასა და კახეთში. საქართველოს ხელისუფლებისთვის ბუნებრივი აირის ამ ოდენობის არსებობის შესახებ დოკუმენტაცია არავის წარუდგენია. იყო საუბარი, რომ დედოფლისწყაროში უზარმაზარი მარაგია ნაპოვნი,  შარშან „ფრონტერამ"  გაავრცელა ინფორმაცია, რომ 42 მილიარდი კუბმეტრია ნაპოვნიო. მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი, ამიტომ ამ თემაზე რამის თქმა რთულია.

 

არიელ კოენს პირადად ვიცნობ, ის ავრცელებს „ფრონტერას" მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. კოენი სერიოზული პიროვნებაა და აქედან გამომდინარე, გარკვეული შეშფოთებაც გამიჩნდა იმის გამო, რომ კოენი შეცდომაში ხომ არ შეიყვანეს.

 

ქართველი ენერგეტიკოსებისა და „ფრონტერას" ინფორმაციები აბსოლუტურად განსხვავებულია. არ ვიცი, „ფრონტერამ" რატომ გაავრცელა ეს ინფორმაცია, ყველას გაგვიხარდება, ეს სიმართლე რომ აღმოჩნდეს. თუ ეს სიმართლეა, გაუგებარია, რატომ არ არიან საქართველოს ხელისუფლება  და ნავთობისა და გაზის კომპანია საქმის კურსში", - განაცხადა არეშიძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016