reportiori.ge - მამუკა ღლონტი თვლის, რომ ამ ეტაპზე „მაესტროს“ დირექტორის გადაყენების საფუძველი არ იკვეთება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:42
საზოგადოება
მამუკა ღლონტი თვლის, რომ ამ ეტაპზე „მაესტროს“ დირექტორის გადაყენების საფუძველი არ იკვეთება
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 12:12


„მაესტროს" პარტნიორთა კრების დაწყებამდე ტელეკომპანია „მაესტროს" დამფუძნებლის მამუკა ღლონტის წარმომადგენლის, ადვოკატ პაატა კიკვიძის განცხადებით, მამუკა ღლონტის პოზიციაა, რომ ამ ეტაპზე ტელეკომპანიის დირექტორის გადადგომის საფუძველი არ იკვეთება.



კიკვიძის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება როგორც დირექტორის გადაყენების საკითხი, ასევე პარტნიორის გარიცხვის საკითხი. თუმცა რომელ პარტნიორზეა საუბარი, ადვოკატს არ დაუკონკრეტებია. არსებული ინფორმაციით კი, საუბარია გია გაჩეჩილაძის გარიცხვაზე.



არ ვიცი, როგორ განვითარდება პარტნიორთა კრება. მამუკა ღლონტის პოზიციაა, რომ ამ ეტაპზე დირექტორის გადაყენების საფუძველი არ იკვეთება. წილების გადანაწილების საკითხი დირექტორის გადაყენებასთან არანაირ კავშირში არ არის. წილების საკითხს პარტნიორები იხილავენ, თუმცა, ამას შემხებლობა არ აქვს მენეჯმენტთან", - განაცხადა პაატა კიკვიძემ.



მამუკა ღლონტი საქართველოში არ იმყოფება და პარტნიორთა კრებაზე მის პოზიციას ღლონტის ადვოკატი პაატა კიკვიძე დააფიქსირებს.



ტელეკომპანია „მაესტროს" გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016