reportiori.ge - გოდერძი ჩოხელის შვილი ნიკა ჩოხელი ავარიაში მოყვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:28
საზოგადოება
გოდერძი ჩოხელის შვილი ნიკა ჩოხელი ავარიაში მოყვა
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 12:39


რეჟისორისა და მწერლის გოდერძი ჩოხელის შვილი ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად 28 წლის ნიკა ჩოხელი დაშავდა და ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.


შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ, ჟინვალში, სამხედრო გზაზე მოხდა.


„ავტომანქანაში ისხდნენ ჩემი ორი შვილი - ნიკა და ლუკა და ჩემი ძმისშვილი. შემთხვევით, ჟინვალიდან მომავალი ჯიპის ტიპის ავტომანქანა გზაზე მოცურდა და იმ ავტომანქანას მსუბუქად დაეჯახა, სადაც ჩემი შვილები ისხდნენ. ამის შემდეგ, ნიკა, ლუკა და ჩემი ძმისშვილი მანქანიდან გადმოვიდნენ და ჯიპის მძღოლს და მგზავრებს ესაუბრებოდნენ. ისინი მოყვარული ალპინისტები იყვნენ. მათთან ნიკა და ჩემი ძმისშვილი - ნიკოლოზი საუბრობდნენ, ხოლო მეორე ჩემი შვილი იქვე ბორდიურზე იდგა. ზუსტად ამ დროს, გზაზე მეორე ჯიპი მოსრიალდა და ჩემი შვილი ხევში გადაისროლა.

 

ალპინისტებმა ნიკას ძებნა დაუწყეს. არც კი იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ არა. როცა იპოვეს,  ნიკა კონტაქტური იყო, თუმცა, ვერ ინძრეოდა. ჩემი შვილი დუშეთის რაიონის სამაშველოსა და ალპინისტების დახმარებით ხევიდან ამოიყვანეს. ამ ამბის მომსწრე ლუკა შოკში ჩავარდა, იმხელა სტრესი მიიღო. ავარიის შედეგად, ჩემს ძმისშვილსაც ფეხი მოსტყდა. თბილისისკენ წამოიყვანეს და თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ნიკას მკერდის ძვლები და თავი ჰქონდა გატეხილი. ფეხებში მგრძნობელობა ჰქონდა დაკარგული. მთელი სხეული დაჟეჟილი აქვს. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა", - ამბობს „კვირასთან" საუბრისას ნინო მელაშვილი.


მისივე ინფორმაციით, 28 წლის ნიკა ჩოხელს ოპერაცია ცნობილმა ქირურგმა გოგი მაღალაშვილმა ორშაბათს, 1 თებერვალს ჩაუატარა.

 

„ჩემს შვილს ოპერაცია სახელმწიფო პროგრამის დახმარებით ჩაუტარდა. ამჟამად ნიკას ფეხებზე შეგრძნება თანდათან უბრუნდება. სიცხეებიც აქვს. მაგრამ მიხარია, რომ გადარჩა. მედპერსონალი ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს თარაშ შურღაიას. ის დღეში რამდენჯერმე მირეკავს და ჩემი შვილის სანახავადაც მოვიდა. ნიკას ოპერაციის შემდეგ რეაბილატაცია სჭირდება, ბატონი თარაშ შურღაია დამპირდა, რომ ნიკას სარეაბილიტაციო კურსის გავლისას ფინანსურად დაგვეხმარება", - აცხადებს ნინო მელაშვილი.


როგორც „კვირას" დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა თარაშ შურღაიამ განუცხადა, იგი ნიკას გამოჯანმრთელებას ხელს შეუწყობს და აუცილებლად დაეხმარება, რომ სრული რეაბილიტაციის კურსი გაიაროს.


ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, „კვირა" შს სამინისტროსაც დაუკავშირდა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.



წყარო: kvira.ge 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016