reportiori.ge - გია გაჩეჩილაძე „მაესტროს“ დირექტორის პოსტზე საკუთარ ძმას ლევან გაჩეჩილაძეს ასახელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:44
საზოგადოება
გია გაჩეჩილაძე „მაესტროს“ დირექტორის პოსტზე საკუთარ ძმას ლევან გაჩეჩილაძეს ასახელებს
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 12:43


„მაესტროს" დირექტორის პოსტზე ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე საკუთარ ძმას ლევან გაჩეჩილაძეს ასახელებს.



უკვე სამი წელია, ბაია გადაბაძე მართავს ტელევიზიას. ამ ხნის განმავლობაში რეიტინგი 4%-მდე დავიდა. ასევე სასამართლოში შესულია მაესტროს" გაკოტრებაზე საქმე. სანამ არ დაინგრევა მაესტრო", მანამდე არ უნდა შეიცვალოს ვითარება?" - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.



გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა.



პრემიერ-მინისტრი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ორ დღეში ერთხელ ვხდები", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.



გია გაჩეჩილაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანიის 25%-იანი წილის შესაძენად თანხა მაკა ასათიანისგან ისესხა.


გია გაჩეჩილაძის განცხადებით, სარედაქციო პოლიტიკაში ვერავინ ჩაერევა. მისი თქმით, „მაესტრო" შეინარჩუნებს საინფორმაციო გამოშვებას, ექნება ახალი ფორმატი, რომლის შესახებ უკვე არსებობს კონცეფცია.



ეთერში რომ გავა, მერე ნახეთ, მიკერძოებული იქნება თუ არა. ახლა რატომ წუხართ, არ მესმის", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.



მისი თქმით, ტელეკომპანიაში როგორც ძველი, ისევე, ახალი თანამშრომლები იმუშავებენ. ასევე, მისი თქმით, ითანამშრომლებს ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან ეკა აკობიასთან და მამუკა ღლონტთან.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016