reportiori.ge - გიგლა აგულაშვილი: კახეთში გაზის აღმოჩენაზე ინფორმაცია თუ დადასტურდა, მთავრობა ადეკვატურ ზომებს გაატარებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:33
საზოგადოება
გიგლა აგულაშვილი: კახეთში გაზის აღმოჩენაზე ინფორმაცია თუ დადასტურდა, მთავრობა ადეკვატურ ზომებს გაატარებს
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 13:20


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ კახეთში დიდი რაოდენობით გაზის აღმოჩენის თაობაზე „ფრონტერას" ინფორმაცია თუ დადასტურდა, მთავრობა ადეკვატურ ზომებს გაატარებს.



ეს არ არის პირველი განცხადება ფრონტერას" მხრიდან გაზის ასეთი დიდი მარაგების  აღმოჩენის თაობაზე. დღეს უფრო მეტი ინტენსივობით საუბრობენ ისინი ამის შესახებ. თუ ვინმე იქნება ბედნიერი და კმაყოფილი ასეთი ინფორმაციის დადასტურებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, ვიქნები მეც, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე, მითუმეტეს, ეს ჩემი რაიონია, საიდანაც ვარ წარმოშობით. იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია უფრო მეტად დამაჯერებელი გახდეს, საჭიროა, რომ საკითხი უფრო ღრმად იქნას შესწავლილი სპეციალისტების მხრიდან, წარმოდგენილი იქნას მეტი მტკიცებულება. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გაატარებს ადეკვატურ ზომებს იმისათვის, რომ აღნიშნული რესურსი (თუ ის არსებობს) მოპოვებულ და გამოყენებულ იქნას ქვეყნის სასიკეთოდ", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.



ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის თანახმად, „სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში" აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. ანგარიში კომპანია Frontera Resources-ს ინფორმაციას ეყრდნობა.




მოამზადა ნათია ცუხიშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016