reportiori.ge - სახალხო დამცველი გოგი თოფაძის გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:26
საზოგადოება
სახალხო დამცველი გოგი თოფაძის გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 13:41


საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 2016 წლის 3 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატის გოგი თოფაძის მიერ სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას, რომელიც შეიცავს სტიგმას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ:

 

„საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათ მიმართ სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი დამოკიდებულება საზოგადოებაში მყარად არის გამჯდარი. ბევრი მათგანი იზოლირებული და გარიყულია სოციუმიდან, რის გამოც ისინი ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის დროს. ამ ფონზე, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ცნობილი სახეების მხრიდან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, რომლებიც კიდევ უფრო ამძლავრებენ არსებულ სტერეოტიპებს და ხელს უწყობენ არასწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას.

 

ტერმინი დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად. დაუნის სინდრომი  არ არის დაავადება, ის არის გენეტიკური ცვლილება, რომელიც წარმოშობს სხვადასხვა სახის მახასიათებლებს.

 

სახელმწიფოს ვალდებულებაა, მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პირთა ღირსების პატივისცემა და მათი უფლებების დაცვა. ნებისმიერი პირის მხრიდან გაკეთებული განცხადება უნდა ემსახურებოდეს პოზიტიური განწყობის შექმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, მათი უფლებების უზრუნველყოფას და სათანადოდ დაცვას. ამ მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ პოლიტიკოსებს, სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებს.

 

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა პირს საქართველოში, განსაკუთრებით მაღალი საჯარო თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველი დამოკიდებულების გამომხატველი განცხადებებისაგან. უფრო მეტიც, ყოველმხრივ უზრუნველყონ მათი უფლებების თანაბარი დაცვა და საქმიანობის გააქტიურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.




მოამზადა სალომე ჯანდიერმა



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016